• ევროკავშირი და პარტნიორები - თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

    ევროკავშირი და პარტნიორები - თბილისში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

    თბილისი. 4 დეკემბერი 2017 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, გახსნეს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“, რომელიც   2017 წლის 4-5 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

    კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ 17 ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  ნილს სკოტმა - გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, და თამარ ხულორდავამ - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

    საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.

    კონფერენციის ხუთი ძირითადი სადისკუსიო პანელი ეძღვნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა  სხვადასხვა ქვეყანაში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების შედეგად დაწყებული რეფორმები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამოწვევები, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტები და ევროინტეგრაციის ეკონომიკური გავლენა ვაჭრობასა და ბიზნესზე.

     

    ვრცლად

  • გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

    საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

    პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
     

    24 ოქტ 2017 ვრცლად
  • მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომა

    გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი დაამტკიცეს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის ხელმძღვანელობით გაიმართა.

    გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 98 ამოცანა ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა. ამასთან, დადგინდა ამოცანების შესრულების ინდიკატორები 2020, 2025 და 2030 წლებისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატური ცვლილებების დამარცხება, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა.

    საბჭოს სხდომაზე დაკომპლექტდა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, კარგი მმართველობის, მდგრადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე იმუშავებს.

    სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქვეყნის შიდა პოლიტიკის და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციაზე განათლების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობის, გენდერის, გარემოს დაცვის, ღია მმართველობის და ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროებში. 

    გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის რეფორმების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის და პრიორიტეტიზაცია 2015 წლიდან დაიწყო. სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, განისაზღვრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შიდა პრიორიტეტები. გაეროს ქვე-მიზნებზე კი, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, შემუშავდა საბაზისო ინდიკატორები, რაც მიღწეული პროგრესის გაზომვისა და მიზნის შესრულების შეფასების შესაძლებლობას ქმნის.

    24 ოქტ 2017 ვრცლად
  • მიროსლავ ლაიჩაკი - გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი

    2017 წლის 31 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია მიროსლავ ლაიჩაკი  გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტად. მისი უფლებამოსილება გაგრძელდება 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე. არჩევის დროისათვის, მიროსლავ ლაიჩაკი მესამედ მსახურობდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრად. 2012 წლის აპრილიდან 2016 წლის მარტამდე  იგი ასევე იყო სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

     

    11 სექ 2017 ვრცლად
  • გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული

    8-14 მაისს საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის გზავნილია გაუფრთხილდი სიცოცხლეს : #შეანელე! ( https://www.unroadsafetyweek.org/en/home )

    შემოგვიერთდით და კვირეულის ოფიციალურ ტრაფარეტზე თქვენი გზავნილის განთავსებით და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვით ( ჰეშთეგით #შეანელე #SlowDown ) საგზაო უსაფრთხოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეთ.

    ტრაფარეტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულიდან; https://www.unroadsafetyweek.org/uploads/nieuws/signboard_logo_space_for_text_a3.pdf

     

    10 მაი 2017 ვრცლად

  • ნინო სუხიშვილი, გელა ჩარკვიანი და ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები გახდნენ

    ნინო სუხიშვილი, გელა ჩარკვიანი და ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები გახდნენ

    რუსთავი. 24 სექტემბერი 2017 – დღეს გლობალური მიზნების ფესტივალზე რუსთავში სამ გამოჩენილ ქართველს: ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს, მწერალსა და პუბლიცისტს გელა ჩარკვიანს და მსოფლიო ჩემპიონს ეტლით ფარიკაობაში  ირმა ხეცურიანს  საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭათ.

    წარდგენის ცერემონიალზე ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში,  განაცხადა, რომ დარწმუნებულია გაეროს  კეთილი ნების ელჩები გლობალური მიზნების მიღწევის საკითხებში  მომავალი  წლების განმავლობაში ეცდებიან თითოეულ ადამიანამდე მიიტანონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

    ვრცლად