გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი უკან

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს დაფუძნდა, 1992-93 წლებში აფხაზეთში გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყოვნებელი ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით. მას შემდეგ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს და ეტაპობრივად აფართოვებს მის პორგრამას ახლად გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დღესდღეობით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობა მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ  280,000 პირს, რომელთაგან 160,000 ადამიანის პრობლემა თითქმის მოგვარებულია ინტეგრაციის ან დაბრუნების გზით; დაახლოებით 300 ეთნიკურ ჩეჩენ ლტოლვილს რუსეთის ფედერაციიდან, რომლებიც კვლავ ნატურალიზაციის პროცესში არიან, მათი სურვილის შესაბამისად; 1,000-ზე მეტ მოქალაქეობის არ მქონე პირს და  თაავშესაფრის მაძიებელთა მზარდ რაოდენობას,  რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან  ყოველ წელს ჩამოდიან საქართველოში დაცვის და დახმარების მიღების იმედით.

საქართველოს მთავრობა იღებს მხარდაჭერას და დახმარებას, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს მომსახურების განვითარების სააგენტო, რათა უზრუნველყოფილი იქნას ზემოთ აღნიშნულ პირთა უფლებების პატივისცემა, დაცვა და განხორციელება სათანადო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის მიზანია ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით მოგვარება ნატურალიზაციისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის გზით, და დევნილთა  დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით, ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირთა რაოდენობის შემცირება საქართველოში.  

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიდგომა ჰარმონიზებულია და ითვალისწინებს გაეროს სხვა სააგენტოების, პროგრამების და ფონდების ჰუმანიტარულ და განმავითარებელ  ძალისხმევას, რომელიც ხორციელდება გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავს ჰუმანიტარული რეაგირებიდან უფრო ფართო განმავითარებელ რეაგირებაზე გადასვლას. აღნიშნული საქმიანობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილთა და ლტოლვილთა განვითარების დღის წესრიგში ჩართვის ადვოკატირებას.

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა   მდებარეობს თბილისში, ასევე აქვს საველე ოფისები ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

 

მიზანი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობა საქართველოში მტკიცედ არის ჩართული ორგანიზაციის გლობალურ მანდატში, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვას და სახლემწიფოების ხელშეწყობას ამ ადამიანების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მიმართულებით. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობის მიზანია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებების პატივისცემის და დაცვის უზრუნველყოფა, მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ადამიანთა უსაფრთხოების გაზრდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მადატის წმინდად ჰუმანიტარული, არა პოლიტიკური ბუნება უმნიშვნელოვანესია გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და ჰუმანიტარული სივრცის გაფართოვებისათვის. 

 

პრიორიტეტული სფეროები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროგრესს საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიერთების, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების და მთავრობის სამოქმედო გგემების განვითარების მიმართულებით. ამდენად ის ორიენტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებაზე და სურს მიაღწიოს და ხელი შეუწყოს გადაადგილებული მოსახლეობის დაცვის,ინტეგრირების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განახორციელებული საქმიანობების კონსოლიდაციას.    

ლტოლვილთა შესახებ უფრო ყოვლისმომცველი კანონმდებლობის მიღებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მხარს უჭერს და ეხმარება მთავრობას  ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურების მუდმივად გაუმჯობესებასა და ლტოლვილთა საკითხების მარეგულირებელი არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი  მუშაობს რუსეთის ფედერაციიდან დევნილი ეთნიკური ჩეჩენი ლტოვილების ინტეგრაციის  საკითხზე.

2011 წელს მოქალაქეობის არ მქონე პირების სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შემდეგ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მოქალაქეობის არ მქონე პირთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ  საკანონმდებლო ცვლილებებზე დაყრდნობით, მხარს უჭერს მოქალაქეობის არ მქონე პირების სტატუსის განსაზღვრას და მათთვის მოქალაქეობის აღდგენას ან მინიჭებას. მოქალაქეობის არ მქონე პირთა შემცირების შესახებ   გაეროს 1961 წლის კონვენციასთან მიერთებამდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ადვოკატირებას უწევს   საქართველოს კანონმდებლობის უწყვეტ და სისტემატურ გაუმჯობესებას, რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებისა და ინდივიდების მოქალაქეობის არ ქონის პრევენციის მიზნით.     

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კვლავ რჩება ძირითად მოქმედ პირად დევნილთა დაცვის საქმეში და სრულად ასრულებს მათი დამცველის როლს, კონკრეტულად ორიენტირებულია მათი პრობლემების გრძელვადიან მოგვარებასა და დაბრუნების უფლების ჯეროვან პატივისცემაზე. აგრძელებს რა აფხაზეთში დაბრუნებული დევნილების რეინტეგრაციის ხელშემწყობ საქმიანობას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი განაგრძობს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას დევნილების სრული ინტეგრაციის მიმართულებით,  რაც გულისხმობს 2012 – 2014 წლების დევნილების შესახებ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას. მეტიც, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ხელს უწყობს დაცვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და რეაგირებას, აკონტროლებს დაცვის ქსელს და მხარს უჭერს რეფერალური მექანიზმების შექმნას ასევე ანხორციელებს მიზნობრივ დაცვით ინტერვენციებს.  

 

სააგენტოს ხელმძღვანელი:

იოჰანეს ფან დერ კლაუს
საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის  წარმომადგენელი 

 

საკონტაქტო პირი:  

ნინო ქაჯაია

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 2ა,  0160, თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: geotb@unhcr.org

ტელ.: +995 32 2386 202

ფაქსი: +995 32 2385 422

ვებგვერდი: www.unhcr.org

სოციალური მედია: http://www.facebook.com/UNHCRGeorgia?ref=hl