მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკან

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 1951 წელს დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იძულებით ადგილნაცვალი ან უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანისათვის გადაადგილებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციის სფეროში მოღვაწე წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა და მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო პარტნიორებთან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 146 წევრი და 98 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნით 100-ზე მეტ ქვეყანში მოღვაწეობს. იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ჰუმანურ და კანონიერ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტებისათვის რჩევების მიწოდების გზით.
 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუცია აღიარებს კავშირს მიგრაციასა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას შორის, ისევე, როგორც აღიარებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
 

IOM მიგრაციის მართვის ოთხ ფართო სფეროში მუშაობს:

 
  • მიგრაცია და განვითარება
  • მიგრაციის ხელშეწყობა
  • მიგრაციის რეგულირება
  • იძულებითი მიგრაცია
ამ ოთხ კომპლექსურ სფეროში შემავალი IOM-ის საქმიანობები მოიცავს საერთაშორისო მიგრაციის ხელშეწყობას, მსჯელობას და რჩევებს მიგრაციის პოლიტიკის შესახებ, ჯანმრთელობის დაცვას მიგრაციის პროცესში და მიგრაციის გენდერულ ასპექტებზე მუშაობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთwww.iom.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

სააგენტოს ხელმძღვანელი: ქ-ნი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმისიის ხელმძღვანელი

თენგიზ აბულაძის ქ.19 

0162 თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 32 225 22 16 +995 32 225 22 16 

ფაქსი: +995 32 225 22 17

ელ. ფოსტა: iomtbilisi@iom.int