ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი უკან

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიზანიაადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში.  ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისი მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმების განსამტკიცებლად, უწყობს რა ხელს ადამიანის უფლებათა შესახებ შესაბამისი შეთანხმებების რატიფიკაციას/დანერგვას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისის მუშაობა ეფუძნება ძირითად ამოცანებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ერის მხარდაჭერა მათი უფლებების განხორციელების მიზნით.  აგრეთვე ითვალისწინებს  მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად გამოწვეულ ისეთ მწვავე პრობლემებზე რეაგირებას, როგორიცაა: სიღარიბე, დისკრიმანიცია, კონფლიქტები, დაუსჯელობა, დემოკრატიის დეფიციტი და ინსტიტუციონალური სისუსტეები.

მიზანი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში გაერთიანებულია საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში და ეხმარება მთავრობას/სამოქალაქო საზოგადოებას ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში  ადამიანის უფლებების დაცვისა და უშუალო განხორციელების მიზნით. ამის გარდა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია მოახდინოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა გაეროს სააგენტოების საქმიანობაში.

პრიორიტეტული  სფეროები: ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ  მთავრობის, სამოქალაქო  და ზოგადად საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; სტანდარტების, კურსისა  და პრაქტიკის  დანერგვა ადგილობრივ კანონმდებლობაში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების განხორციელების დროს; პოლიტიკის ფორმირებისას ყურადღების გამახვილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა უმწეო ჯგუფების უფლებებზე;ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებების შედეგად შექმნილი ორგანოების და აგრეთვე საქართველოში ჩამოსული მომხსენებლების/სპეციალური წარმომადგენლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის გაუმჯობესება.

 

სააგენტოს ხელმძღვანელი:

ვლადიმერ შკოლნიკოვი

 

საკონტაქტო პირები:

ბესარიონ ბოხაშვილი

პროგრამის ოფიცერი

ელ-ფოსტა:bbokhashvili@ohchr.org

თამარ ბექაური

ელ-ფოსტა:tbekauri@ohcr.org

ერისთავის 9, თბილისი 0179, საქართველო

ტელ: + 995 32 225 1126

ფაქსი:  +995 32 225 0271

http://www.ohchr.org/EN/countries/ENACARegion/Pages/GEIndex.aspx