შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უკან

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ოფისი კავკასიაში

 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა 1919 წელს და იგი გახდა გაეროს პირველი სპეციალიზებული სააგენტო 1946 წელს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აყალიბებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციების და რეკომენდაციების სახით და ამით ადგენს ძირითადი შრომითი უფლებების მინიმალურ სტანდარტებს. ორგანიზაცია ძირითადად ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს დასაქმების პოლიტიკის, შრომის ადმინისტრაციის, შრომის კანონმდებლობის და სამრეწველო ურთიერთობების, სამუშაო პირობების, კოოპერატივების, სოციალური უსაფრთხოების, შრომითი სტატისტიკის და შრომის დაცვის, მიგრაციის, იძულებითი შრომის და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია  საქართველოში ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით "საქართველოში შრომის კანონმდებლობის შესრულების გაუმჯობესება".

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბარნოვის ქ. 81, თბილისი 0179, საქართველო

ტელ.: +995 32 225 0016

ფაქსი: +995 32 225 0016

ელ-ფოსტა:karchkhadze@ilo.org