გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკან

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წელს შემოვიდა (როგორც UNIFEM) რეგიონული პორექტით, ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2006 წელს დასრულდა.  ექვსი წლის მანძილზე „გაყინული“ კონფლიქტის კონტექსტში,  ამ რეგიონული პროექტის განხორციელებისას გენდერი გამოიყენებოდა როგორც  ძლიერი და რიგ შემთხვევევბში ერთადერთი საშუალება სახალხო დიპლომატიის და კონფლიქტის მხარეებს შორის არაფორმალური დიალოგის წახალისებისათვის.  პროექტმა უპასუხა ორმაგ გამოწვევას - გენდერული უთანასწორობისა და ხარვეზების აღმოფხვრა რომლებიც წინ უსწრებდნენ კონფლიქტს, და ქალების ცნობიერების ამაღლება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა პოსტ კონფლიქტურ პროცესებში.

UNIFEM-მა საქართველოში საქმიანობა 2008 წელს განაახლა, აიყვანა მრჩეველი გენდერის საკითხებში, გახდა გაეროს გუნდის აქტიური წევრი, თავმჯდომარეობდა გენდერის თემატურ ჯგუფს და შეასრულა გადამწყვეტი როლი გენდერის ჩართვაში გაეროს 2012 – 2014 წლების განვითარების ხელშეწყობის გეგმაში.

UNIFEM დაუყოვნებლივ ჩაერთო საქართველოში 2008  წლის აგვისტოს ომის შემდგომი  რეაგირების პროცესში და ჩაატარა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ქალების საჭიროებების ყოვლისმომცველი შეფასება, რომელმაც უზრუნველყო ხარვეზების და საჭირო ინტერვენციების ნათელი ხედვა ქალების გაძლიერების და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. მომდევნო წლებში, UNIFEM-მა  და ამჟამად  UN Women-მა [2010 წლის ივლისში გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისათვის შეიქმნა ახალი სააგენტო - გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ] მოახერხა თანხების მოძიება  ქალების გაძლიერების და გენდერული თანასწორობის სფეროში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ამ ეტაპზე საქართველოში UN Women-ის პორთფოლიო შედგება ინტერვენციებისაგან შემდეგ სფეროებში: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება; ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;, გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.

 

მიზანი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია  ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის  გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად  UN Women საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე:

  • ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
  • ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
  • ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება
  • გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში

 

პრიორიტეტული სფეროები

ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება -  ორიენტირებულია დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ასევე სხვა მთავრობის წარმომადგენელი ეროვნული პარტნიორების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, რათა დაცული იქნას გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები. UN Women-ის ტექნიკური დახმარებით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა და მიიღო ეროვნული სამოქმედო გეგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს   ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების შესახებ რეხოლუციების განხორციელებისათვის (UN SCR 1325 et al.), რომლებიც 2011 წლის დეკემბერში მიიღეს.  UN Women-ის პროექტი „ქალები თანასწორობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“  (WEPD, ნორვეგიის დაფინანსებით) 2010 წლიდან მუშაობდა დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და 2013 წლიდან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალებთან, მათი უფლებების დაცვის სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

WEPD პროგრამა, EU/UN Women პროგრამა და პროგრამა „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ (IAGE) მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ქალების მონაწილეობას მშვიდობის და ნდობის დამყარების ფორმალურ და არა ფორმალურ პროცესებში.  UN Women სახალხო დიპლომატიის, სოციალური მედიის, სოციალური ხელოვნების და სხვა კულტურული ინიციატივების მეშვეობით აერთიანებს კონფლიქტით განცალკევებულ აფხაზ, ქართველ და ოს ქალებს.  UN Women ასევე ქმნის სივრცეს პირდაპირი დიალოგისათვის ქალთა უფლებებსა და სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე აქტივისტებს და ყოფილი სამშვიდობო პროცესის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ქართველ წარმომადგენლებს შორის, რათა ინფორმაცია მიეწოდოს ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და მათ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესებში. 

ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა  - ორიენტირებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებით უზრუნველყოფაზე. მთავრობასთან და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, UN Women-მა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი ორი თავშესაფრის (თბილისსა და გორში) და ცხელი ხაზის შექმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის. 2011 წლის მაისიდან თავშესაფრების და ცხელი ხაზის საქმიანობაზე პასუხისმგეგბელია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. UN Women -მა  ახლად შექნილი   ოჯახური ძალადობის  ცხელი ხაზის  (2 309-903) პოპულარიზაციის მიზნით, ჩაატარა ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანია, სპორტის და ხელოვნების წარმომადგენელი ცნობილი სახეების მონაწილეობით.

2012 წლის მარტიდან, UN Women-მა, UNDP-იმ, და UNFPA-მ Sida-ს გულუხვი თანადგომით დაიწყეს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის  განვითარება საქართველოში“ განხორციელება.  პროგრამის მთავარი მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალების გაძლიერება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და  თვითმმართველი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

UN Women მუშაობს UNJP -ის მეორე შედეგის ფარგლებში, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ისეთი გარემოს შექმნაზე საქართველოში, სადაც შესაძლებელი იქნება ქალების მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის აღმოფხვრა.  UN Women მუშაობს ოჯახური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონებისა და პოლიტიკის გაუმჯობესებასა და მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანაზე (DEVAW CEDAW, პეკინის მოქმედების პლათფორმა, სტამბულის კონვენცია). მისი ინტერვენციები ორიენტირებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებების  და დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება  – სამუშაოს ეს მიმართულება  გათვალისწინებულია სხვადასხვა პროგრამებსა და აქტივობებში,  UN Women -ის პროექტი ქალები თანასწორობისათვის, მშვიდობისა და განვითარებისათვის,  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დევნილების, კონფლიქტით დაზარალებული პირების და ეროვნული უმცირესობების თემების ორგანიზებას თვით დახმარების ჯგუფების მეშვეობით, აძლიერებს მათ და აუმჯობესებს მათ შესაძლებლობებს, რათა უკეთ გააცნობიერონ საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები  და გაიზარდოს მათი წვდომა სოციალურ დაცვასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ამასთან, UN Women განხორციელების პარტნიორ არა სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,  ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს სთავაზობს  პროფესიული განათლებას,  კარიერულ რჩევებს და სამუშაოზე მოწყობას.

გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვის და ბიუჯეტირების პროცესებში  – ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული  IAGE პროგრამის ფარგლებში,   UN Women მხარს უჭერს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, პატიმარი და ყოფილი პატიმარი, ასევე მთიან იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები ქალების დაუცველი ჯგუფების საჭიროებების შესახებ მონაცემთა შეგროვების პროცესს.  ამ ჯგუფების საჭიროებების დადგენის პარალელურად, IAGE აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობებს, გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის ფორმირების მტკიცებულებაზე დაფუძნებული  ადვოკატირების კუთხით, ასევე მხარს უჭერს პოლიტიკის მესვეურთა  შესაძლებლობების განვითარებას გენდერის სფეროში.

GRB -ს ასევე აქტიურად იყენებს და მხარს უჭერს  WEPD პროგრამა, განსაკუთრებით გენდერის გათვალისწინებისას ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის და ბიუჯეტირების დროს.

 

სააგენტოს ხელმძღვანელი:

ერიკა კვაპილოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში

 

საკონტაქტო პირი:

გვანცა ასათიანი

კომუნიკაციების სპეციალისტი

მისამართი: კავსაძის ქ. 3, ოფისი #11
0179 თბილისი

ელ-ფოსტა: Gvantsa.asatiani@unwomen.org

ტელ.: (995 32) 222 06 04, 222 08 70

ფაქსი: (+995 322) 225479

ვებგვერდი: http://georgia.unwomen.org/ka