გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო უკან

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ლიდერი და  გაერთიანებული ერების წამყვანი ორგანიზაცია სამართლებრივ–ტექნიკური დახმარების მიწოდებაში ტერორიზმის აღსაკვეთად. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ვენაში.  მთელს მსოფლიოში მოქმედებს UNODC-ის 54 ოფისი, რომელიც თავისი საქმიანობით ფარავს 150 ქვეყანას. 2011 წელს UNODC-ის პროექტის ოფისი გაიხსნა საქართველოში.

UNODC მუშაობს ხუთი თემატური მიმართულებით: ორგანიზებული დანაშაული და ტრეფიკინგი, კორუფცია, სისხლის სამართლის რეფორმა, ჯანმრთელობა და მოსახლეობის ცხოვრების პირობები, ტერორიზმის პრევენცია. UNODC ქვეყნის პროგრამა მხარს უჭერს ამ თემებს და გარდაქმნის მათ ქმედებებში. მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაეროს სხვა ქვედანაყოფებთან და  სამოქალაქო საზოგადოებებთან პირდაპირი მუშაობით UNODC მოქმედებს, როგორც კატალიზატორი ქვეყნისა და რეგიონების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.

UNODC აგრეთვე მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან. ახდენს ონლაინ და სოციალური მედიის მობილიზაციას, რათა ამაღლდეს ცნობიერება დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებას შორის, ტრანსნაციონალური კრიმინალის გამოწვევებზე და მასთან დაპირისპირების ეფექტურ მიდგომებზე.

UNODC სთავაზობს ექსპერტულ ცოდნას და ფართო სპექტრის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რესურსებს, დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის პრევენციასა ან აღკვეთაში. რჩევებს და დახმარებას ამ საფრთხეების აღსაკვეთად. ზუსტ და საიმედო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებს, პოლიტიკური და ოპერატიული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. საკანონმდებლო და სასამართლო მხარდაჭერას, სისხლის სამართლის ინსტიტუტების  და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. სტანდარტების შექმნას, საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობისათვის. ფართო სპექტრის ტექნიკურ დახმარებას მთავრობისათვის, სტაბილური და უსაფრთხო საზოგადოების შესაქმნელად.

 

საკონტაქტო პირი:

ქ-ნი ნაიდა ჩამილოვა,

 ოფისის ხელძღვანელი

მისამართი:

UNODC, საქართველო
2ა, ყაზბეგის გამზ., თბილისი 

ტელ.: +995 322 204221
ელ. ფოსტა: unodc.registry@caucasus.net

www.unodc.org