ქალების და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: გაეროს ანგარიშიუკან

ქალების და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: გაეროს ანგარიში

რეგიონი წარმატებით აღწევს ათასწლეულის განვითარების მიზნებს გენდერული თანასწორობის სფეროში  
ალმა ატა  1 ივლისი  – გაეროს ანგარიშის თანახმად  კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები აგრძელებენ სვლას ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის - პან კი მუნის  მიერ ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ  დღეს ჟენევაში გამოქვეყნებულ  ანგარიშში   აღნიშნულია კავკასიისა  და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიღწეული ბევრი დადებითი შედეგი; აღნიშნული რეგიონები მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს.

ათასწლეულის განვითარების  რვა მიზანი, სიღარიბის, შიმშილის, ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის, განათლების და გარემოს დაცვის შესახებ ქვემიზნებთან ერთად  განისაზღვრა 2000 წელს გაეროს ათასწლეულის სამიტზე, ვადით 2015 წლამდე.

ანგარიშის თანახმად კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებმა თითქმის მიაღწიეს მიზანს, 2016 წლამდე შიმშილის განახევრების შესახებ. მთლიან მოსახლეობაში არასაკმარისი საკვების მქონე ადამიანების რაოდენობა 1990-1992 წლებში დაფიქსირებული 13.9 პროცენტიდან 2010 – 2012 წლებში 7 პროცენტამდე შემცირდა. რეგიონმა მიაღწია  მიზანს არასაკმარისი  საკვების მქონე ბავშვების რაოდენობის განახევრების შესახებ, ამასთან არასაკმარისი წონის მქონე ხუთ წლამდე ბავშვების რაოდენობა 1990 დან 2011 წლამდე 14  დან 4 პროცენტამდე შემცირდა.

დიდი მიღწევები ქალებისა და ბავშვების სასარგებლოდ 
ანგარიშის თანახმად  რეგიონი აგრძელებს  სვლას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ამასთან მიღწეულია პარიტეტი გოგონებსა და ბიჭებს  შორის დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემაში. გოგონების და ბიჭების  განათლების სისტემაში ჩართულობის მაჩვენებლებია  დაწყებით სკოლაში 0.98 პროცენტი და საშუალო სკოლაში 0.97 პროცენტი, პარიტეტის მისაღები დიაპაზონით. განათლების საშუალოს შემდგომ ან მესამე დონეზე მეტი ქალია ჩართული ვიდრე მამაკაცი.

რეგიონში ქალებსა და მამაკაცებს შორის თითქმის თანაბრად აქვთ შემოსავლიანი სამუშაო. 2011 წელს არა სასოფლო სამურნეო სექტორში 100 შემოსავლიანი პოზიციიდან 44 ქალებს ეჭირათ.  ანგარიშის თანახმად ქალების შესაძლებლობები პოლიტიკაშიც ძლიერდება. ქალების მიერ ერთპალატიან  ეროვნულ პარლამენტში ან მის ქვედა პალატაში დაკავებული ადგილების რაოდენობა 2000 წელს არსებული 7 პროცენტიდან  2013 წელს  18 პროცენტამდე გაიზარდა.

რეგიონში დედათა სიკცდიალიანობის დონის მაჩვენებელი  ერთ ერთი ყველაზე დაბალია განვითარებად რეგიონებს შორის 2010 წელს დაფიქსირდა 46 დედის გარდაცვალების შემთხვევა 100,000 ცოცხლად შობაზე. 2011 წელს თითქმის ყველა მშობიარობას - 97 პროცენტს - ესწრებოდა კვალიფიციური პერსონალი.

1990 – 2011 წლებში კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში ბავშვთა სიკვდილიანობა 45 პროცენტით შემცირდა. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990 წელს იყო 76 გარდაცვალება 1,000 ცოცხლად შობილზე, რომელიც 2011 წელს 42-მდე შემცირდა. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია რომ რეგიონში მეტი უნდა გაკეთდეს ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, რათა 2015 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა ორი მესამედით შემცირდეს.

ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის, და  წყლის და სანიტარიის უზრუნველყოფის  არაერთგვაროვანი შედეგები
ანგარიშის თანახმად გასული ათწლეულის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევევბი მნიშვნელოვნად შემცირდა  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  შეფასებების მიხედვით დაავადების ახალი შემთხვევები რომლებიც 1990-1999 წლებში 100,000 კაცზე 132 - დან 324-მდე გაიზარდა, 2011 წლისათვის მკვეთრად შემცირდა  116-მდე.

უარყოფით მხარედ უნდა აღინიშნოს რეგიონში  აივ შემთხვევების გაორმაგება 2001 – 20011, 15-49 წლის 100 კაცზე 0.03 პროცენტიდან - 0.06 პროცენტამდე, როდესაც სხვა განვითარებად რეგიონებში  ეს მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. შეფასებების მიხედვით 2011 წელს ამ რეგიონში აივ დაინფიცირების 27,000 ახალი შემთხვევა აღინიშნა.

გლობალურ დონეზე, ათასწლეულის განვითარების მიზნებით გათვალსიწინებული ამოცანა სასმელი წყლის უზრუნველყოფის შესახებ  განსაზღვრულ ვადაზე ხუთი წლით ადრე შესრულდა, გამონაკლისი მხოლოდ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებია, სადაც 1990 წელს დაფიქსირებული  მაჩვენებელი - 89 პროცენტი 2011 წელს 86 პროცენტამდე შემცირდა.

დადებით მხარედ უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონმა ვადაზე ადრე მიაღწია მიზანს საბაზისო სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის არ მქონე ადამიანების რაოდენობის განახევრების შესახებ. 1990 დან 2011 წლამდე ორჯერ გაიზარდა გაუმჯობესებულ სანიტარულ საშუალებებზე, როგორიცაა თურქული ან ჩასარეცხი ტუალეტი, ხელმისაწვდომობის მქონე ადამიანთა რიცხვი.

განვითარებად რეგიონებს შორის დაცული ტერიტორიების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი დარეგისტრირდა  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ანუ 1990  და 2012 წლებში მიწის ზედაპირი  2,3 პროცენტიდან მხოლოდ 3,6 პროცენტამდე გაიზარდა. დაცული ტერიტორიები, რომელთა მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, მათთან დაკავშირებულ კულტურულ ღირებულებასთან ერთად, მოქმედებს როგორც მდგრადი გარემოსდაცვითი ინდიკატორი ათასწლეულის განვითარების მიზნებისათვის. 

ათასწლეულის  განვითარების მიზნების მიღწევის შესახებ  ანგარიშში, რომელიც თავის მხრივ  წრამოადგენს მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასებას გლობალურ და რეგიონულ დონეზე , მოცემულია 27 გაეროს და საერთაშორისო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი   ყოვლისმომცველი, ახალი მონაცემები. ანგარიშს ამზადებს   გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა დეპარტამენტი. ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები სრულად არის წარმოდგენილი ვებ გვერდზე  mdgs.un.org.

დამატებითი ინფორმაცია, მასალები პრესისათვის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია  იხილეთ ვებ გვერდზე  www.un.org/millenniumgoals.

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისათვის 
ალმა ატა:  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ოფისი
ვლასტიმილ სამეკი,  vlastimil.samek@unic.org, (+7-727) 258-2643, ext. 1416

ნიუ იორკი: გაეროს საჯარო ინფორმაციის დეპარტამენტი  
ვინ ბოლტი, boelt@un.org, +1 212-963-8264
მოჰსინ მოჰი უდ დინი, mohi-ud-din@un.org, +1 212 963 104