შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნაუკან

 
 
 
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა
UNICEF

 

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო გარემოსშექმნის მიზნით სახელმწიფოსსაერთაშორისოორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის ერთობლივიძალისხმევა

 

თბილისისაქართველო, 20 დეკემბერი, 2018. მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავითსერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და „m² უძრავი ქონება“-ს  მმართველი პარტნიორიშოთა ბერეკაშვილი ეწვივნენ აღნიშნულ მომსახურებას და ოფიციალურად გახსნეს იგი.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდებავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურებისმიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისიპირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის. 

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24 საათიან ზრუნვას, საექთნო მოსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთამულტიდიციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ქმნისოჯახურ გარემოს ბავშვებისთვის და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში. 

სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება და ჩაატარა ტრენინგებიპროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.  

მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოვოს ალტერნატიულიმომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციონალურიზრუნვის მოდელი. საჭიროა კიდევ არაერთი მსგავსი ცენტრის გახსნა, რათა ბავშვები, რომლებიც კვლავ რჩებიან დიდიზომის ჩვილ ბავშვთა სახლებში, გადავიდნენ ოჯახურ გარემოში.