საქართველო: გაეროს ექსპერტების მოწოდებაა პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობა სამუშაო ადგილებზე ინციდენტების აღმოფხვრისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნითუკან

ჟენევა/თბილისი (2019 წლის 12 აპრილი) - გაეროს ექსპერტების ჯგუფი ადამიანის უფლებების  საკითხებში აცხადებს, რომ   საქართველოს მთავრობამ და ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა გაატარონ სასწრაფო და ყოვლისმომცველი ზომები, რათა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დერეგულაციის ათწლეული, რომლის მიზანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, გახდა თავისებური კარტ-ბლანში უპასუხისმგებლო ბიზნეს პრაქტიკის განსახორციელებლად“, განაცხადა ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ქვეყანაში 10-დღიანი ვიზიტის დასასრულს გაკეთებული განცხადებაში.

“სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა  და ტრავმები, ასევე გარემოს მწვავე დაბინძურება სამთო მრეწველობის შედეგად  ამ  სამწუხარო მდგომარეობის დადასტურებაა. მხოლოდ გასულ წელს დაფიქსირდა  59 სიკვდილის შემთხვევა და 199  სხეულის დაზიანება, თუმცა რეალური ციფრი შესაძლებელია  გაცილებით მაღალი იყოს ვინაიდან დამსაქმებლებს 2018 წლამდე არ ევალებოდათ არც ინციდენტების თაობაზე ინფორმაციის  მიწოდება შრომის ინსპექტორებისათვის და არც თავიანთი თანამშრომლების დაზღვევა“.

სამუშაო ჯგუფი მიესალმება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც უპასუხისმგებლო ბიზნესს პრაქტიკის გაკონტროლებას  და შეჩერებას ისახავს მიზნად მას შემდეგ რაც ათწლეულის განმავლობაში არ არსებობდა შრომის ინსპექცია, ინფრასტრუქტურული პროექტები არასათანადოდ რეგულირდებოდა,  მაშ შორის ჰიდრო ელექტროენერგიის და სამთო მრეწველობის სექტორებში.

“ჩვენ მივესალმებით გარემოს დაცვის შეფასების ახალი კოდექსის მიღებას, რომლის მიზანია საზოგადოებაზე უარყოფითი ზეგავლენის იდენტიფიცირება და შემსუბუქება   და ასევე ახალი შრომითი უსაფრთხოების კანონის მიღებას. ეს ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია ადამიანის უფლებების უკეთ  დაცვის კუთხით ბიზნესს კომპანიების ოპერირების კონტექსტში, განაცხადა ელზბიეტა კარსკამ, ექსპერტთა ჯგუფის თანა-თავმჯდომარემ. 

“საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ არსებობს საჭიროება წამახალისებელი ინიციატივების და რეგულაციების, რათა მოხდეს ისეთი ბიზნესს კულტურის ხელშეწყობა, რომელიც ადამიანის უფლებათა პატივისცემას ეფუძნება”, განაცხადა მან.

ექსპერტები ასევე მიესალმებიან მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით, როგორც არის გათვალისწინებული 2018-2020 ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში და საქართველო-ევროკავშირს შორის  ასოციაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. 

ვიზიტის განმავლობაში ექსპერტები შეხვდნენ მთავრობის, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და განიხილეს ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელიც არსებობს  გაეროს ბიზნესის და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების კუთხით.

ვიზიტის პირველად ანგარიშში , გაეროს ექსპერტები აკეთებენ კომენტარს ქალების მიმართ მრავალმხრივი დისკრიმინაციის თაობაზე, შშმ პირების გარიყვაზე ეკონომიკური ცხოვრებიდან და იმ  ადამიანების მდგომარეობაზე, რომელთა უფლებები დაარღვია ბიზნესმა და უნდა  დადგეს ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საკითხი. ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არსებობს საჭიროება სახელმწიფოების მხრიდან   ადამიანის უფლებების  დაცვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში  და ასევე სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებში.

სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში თავისი მიგნებებით და ძირითადი რეკომენდაციებით წარედგინება ადამიანის უფლებათა საბჭოს 2020 წლის ივნისში.

<დასასრული>

ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2011 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  გადაწყვეტილების საფუძველზე. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: ბ-ნი სურია დევა(თავმჯდომარე), ქ-ნი ელზბიეტა კარსკა(თავმჯდომარის მოადგილე), ბ-ნი გიტუ მიუგაი, ბ-ნი დანტე პესცე და ქ-ნი ანიტა რამასასტრი.

სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს. სპეციალური პროცედურები - გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ყველაზე დიდი ორგანოს ზოგადი სახელია, რომელიც საბჭოს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმია ადამიანის უფლებათა კუთხით.  კონკრეტული მანდატის მქონე სპეციალური პროცედურები წარმოადგენენ  ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნული ექსპერტებს, რომლებიც სწავლობენ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციის ან თემატურ საკითხებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამოუკიდებელი ექსპერტები გაეროს თანამშრომლები არ არიან და   მთავრობისაგან ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციისაგან  დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისინი  ინდივიდუალური მანდატის ფარგლებში მოქმედებენ და ხელფასს არ იღებენ.  

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც გაეროს  ადამიანის უფლებათა საბჭომ ერთხმად მიიღო 2011 წელს (17/4 რეზოლუციით) წარმოადგენს  ავტორიტეტულ  გლობალურ სტანდარტთა კრებულს ბიზნესის კონტექსტში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  და განსაზღვრავს რა მოლოდინი არსებობს ამ კუთხით მთავრობის და კომპანიების მხრიდან  ბიზნეს აქტივობის შედეგად დამდგარი უფლებრივი საკითხების გავლენების დადგენისა  და პრევენციის მიზნით.

 

UN Human Rights, country page – Georgia

დამატებითი ინფორმაციისა და  მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ მიმართოთ სამუშაო ჯგუფის სამდივნოს:

  • საქართველოში ვიზიტის განმავლობაში:  ტელ: +995 599 570 786, ელ.ფოსტა: wg-business@ohchr.org
  • ჟენევაში  +44 22 928 8863; e-mail: wg-business@ohchr.org
  • მედიასთან დაკავშირებულ  საკითხებთან, რომლებიც გაეროს სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებს ეხება, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯერემი ლოურენს: UN Human Rights – Media Unit, +41 22 917 9383, jlaurence@ohchr.org