ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზეუკან

მივესალმებით თბილისი პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ, არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია. 

ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი  განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის  თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

2019 წლის 22 ივნისი

გაერო საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის საელჩო საქართველოში

აშშ  საელჩო საქართველოში

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში

გერმანიის საელჩო საქართველოში

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში

შვედეთის საელჩო საქართველოში