გაეროს დღესთან დაკავშირებით, თბილისში გამწვანების აქცია გაიმართაუკან

გაეროს  დღესთან დაკავშირებით,   თბილისის ზღვის მიმდებარე  ტერიტორიაზე გამწვანების  აქცია გაიმართა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე 550 ძირი წიწვოვანი ხის ნერგები დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა  გიგა გიგაშვილმა, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა მიიღეს.

გამწვანების აქციაში ასევე გაეროს თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს მხარდაჭერისთვის და მსგავსი აქციებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი აქციები ეკოლოგიური  მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.