ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართაუკან

22 ოქტომბერს  ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების  - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ  იყო ორგანიზებული.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

 ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვებით წარდგნენ - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი ესმა გუმბერიძე.

ღონისძიების ბოლოს გაეროს მუდმივი კოორდინატორმა საქართველოში კვირეულის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე, ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მდგრადი განვითარების მიზნების და ახალგაზრდობის თემას მიეძღვნა ესმა გუმბერიძის, საჯარო ლექცია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში გაიმართა.

ცნობისთვის, 17-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებია დაგეგმილი, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის, 550 ხე დაირგვება.