კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად გაეროს სააგენტოები მუშაობას აგრძელებენუკან

არაოფიციალური თარგმანი

საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის  მყისიერად  გატარებული ღონისძიებების გამო.

გაეროს სააგენტოები, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციით, აგრძელებენ იმის შეფასებას, თუ რა საჭიროება არსებობს პანდემიასთან საბრძოლველად და დახმარებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ყველაზე შეჭირვებულ და  დაუცველ ჯგუფებს, რათა ამ კრიზისის დროს ისინი არ დარჩნენ ყურადღების მიღმა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს საზოგადოების ყველა წევრის  ზუსტი და სრულყოფილი ინფორმირება ეპიდემიის შესახებ და, სადაც საჭიროა, ადაპტირებული ინფორმაციის მიწოდება ენობრივი უმცირესობებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი ძალისხმევა არ იმუშავებს, თუ დიდი ყურადღება არ დაეთმობა საზოგადოების ყველაზე დაუცველი  მოქალაქეების უფლებების ჯეროვან დაცვას.

გაეროს სააგენტოები, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით,  მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას კრიზისის შედეგად წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევაში, რათა არ შეფერხდეს  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მიმართული ძალისხმევა.