ახალი ამბები

10 დეკ 2018 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი -- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  მიშელ ბაჩელეტის მიმართვა

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი -- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის მიმართვა

10 დეკემბერს აღინიშნება 70 წელი გამორჩეული დოკუმენტის,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ჩემი ღრმა რწმენით, დეკლარაცია დღესაც ისევე არსებითია  როგორც 70 წლის წინ - მისი მიღების დროს.

შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან  ბოლო ათწლეულების განმავლობაში    იგი იდეალისტური ტრაქტატიდან  გარდაიქმნა  სტანდარტების ნაკრებად, რომელმაც შეაღწია საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში.

წლების განმავლობაში დეკლარაციამ გაუძლო ყველა გამოცდას, მათ შორის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას და იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებსაც, რომელთა წინასწარ განჭრეტაც დოკუმენტის სულისჩამდგმელებისთვის შეუძლებელი იყო.

 

ვრცლად...

13 ნოე 2018 საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება

საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების შესახებ, ILAC 2018, ხაზს უსვამს გლობალურ გამოწვევებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების სისტემების შექმნისა და რეფორმირების საქმეში 

თბილისი. 13 ნოემბერი 2018 – ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იურიდიული დახმარება და მასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 13 ნოემბერს გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში ჩართულია 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

 

ვრცლად...

16 ოქტ 2018 გაეროს ბავშვთა ფონდის ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელი გადასცა

გაეროს ბავშვთა ფონდის ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელი გადასცა

თბილისი, საქართველო, 16 ოქტომბერი, 2018. დოქტორ ღასან ხალილმა,  გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში, ოფიციალურად გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ხათუნა თოთლაძეს.

ვრცლად...

09 ოქტ 2018 შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ვრცლად...

05 ოქტ 2018 დასრულდეს საქართველოში ლგბტ პირების ჩრდილში ყოფნა - აცხადებს ექსპერტი

დასრულდეს საქართველოში ლგბტ პირების ჩრდილში ყოფნა - აცხადებს ექსპერტი

გაეროს ექსპერტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმანიციის წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ექსპერტი გამოხატავს წუხილს, რომ  ჯერ კიდევ განუხორციელებელი რჩება ღონისძიებები, რომელთა გატარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვრცლად...

24 სექ 2018 საქართველო: გაეროს ექსპერტი ლგბტ თემის უფლებებს შეაფასებს

საქართველო: გაეროს ექსპერტი ლგბტ თემის უფლებებს შეაფასებს

ჟენევა (21 სექტემბერი 2018) - 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი,   გაერთიანებული ერების დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე.

„ვიზიტი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთა  მიზანია ძალადობის და დისკრიმინაციის  აღმოფხვარა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასნგენდერი (ლგბტ) პირების მიმართ ქვეყანაში“, განაცხადა მადრიგალ ბორლოზმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული  მანდატის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს, სადაც გამართავს შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო  და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან;  სხვადასხვა რელიგიური კონფესიის  წარმომადგენელთან; სახალხო დამცველოს ოფისთან, კერძო პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც  მუშაობენ ლგბტ  პირთა უფლებებზე; შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

 

 

 

ვრცლად...

30 ივლ 2018 „უხილავნი ჩვენს შორის“ -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის IOM-ის საინფორმაციო კამპანიის გახსნა

„უხილავნი ჩვენს შორის“ -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის IOM-ის საინფორმაციო კამპანიის გახსნა

30 ივლისს მსოფლიო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს და სწორედ ამ დღეს 10:00-ზე “რუმს ჰოტელ თბილისი“-ში ოფიციალურად გაიხსნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს, საქართველოს მისიის კამპანია “უხილავნი ჩვენს შორის“, რომელსაც აფინანსებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა
სამინისტრო. კამპანია ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია არის საჯარო არტ-ინსტალაცია, რომელიც წარმოადგენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს. არტ-ინსტალაცია
განთავსდება რუსთაველის მეტროსთან.
 

 

ვრცლად...