ახალი ამბები

26 ივლ 2019 საქართველომ მიიღო მთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

საქართველომ მიიღო მთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

ამბიციური სტრატეგია ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მთის 300,000 მაცხოვრებლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება

საქართველოს მთა ეროვნული საგანძურია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტსა და სტუმარს იზიდავს. თუმცა მაღალ მთაში განლაგებული 1,731 დასახლების მაცხოვრებლებისთვის ეს სურათი გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია. უმუშევრობა, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ პრობლემების ჩამონათვალშია, რომლებიც მთიდან ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გადინებას განაპირობებს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მთის განვითარების ამბიციური სტრატეგია მიიღო.       

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია (2019-2013) ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის გაზრდას და მთის 300,000 მაცხოვრებლის მიერ სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის დოკუმენტი შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

 

ვრცლად...

05 ივლ 2019 თბილისში გაიმართა კონფერენცია იძულებითი გადაადგილების საკითხებზე

თბილისში გაიმართა კონფერენცია იძულებითი გადაადგილების საკითხებზე

2019 წლის 5 ივლისს  თბილისში გაიმართა  კონფერენცია  იძულებითი გადაადგილების საკითხებზე. კონფერენცია მიეძღვნა იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავს.  

კონფერენციაზე  იმსჯელეს საქართველოში არსებული შიდა გადაადგილების და მასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის,  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.

კონფერენციაზე  ყურადღება დაეთმო საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რეგიონების ჩათვლით.

ღონისძიება გახსნა გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

,,მოუთმენლად ველით ყველა საკვანძო სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,   განათლების ხელშეწყობასა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემას  ითვალისწინებს, რაც საჭიროა მათი გრძელვადიანი  განსახლებისთვის“, - განაცხადა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.

 

ვრცლად...

22 ივნ 2019 ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზე

ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზე

მივესალმებით თბილისი პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ, არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია. 

ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი  განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის  თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

ვრცლად...

07 ივნ 2019 მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია

ამბროლაური. 7 ივნისი 2019 - ათასობით სტუმარი და მონაწილე ჩაერთო მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალში „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, რომელიც 7 ივნისს ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თაოსნობით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

 

ვრცლად...

01 ივნ 2019 საქართველოში გაეროს ახალი ელჩი დაინიშნა

საქართველოში გაეროს ახალი ელჩი დაინიშნა

2019 წლის 1 ივნისიდან დოქტ. საბინე მახლი შეუდგება საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებას. 

დოქტ. საბინე მახლი  მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში 22 წლის განმავლობაში, აქედან 7 წელი  –  გაეროს სისტემაში. საქართველოში ჩამოსვლამდე  საბინე მახლი მუშაობდა ინდონეზიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლად   და ასეანთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) მუშაობის კოორდინატორად.  მანამდე კი ხელმძღვანელობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციას პალესტინასა და ყირგიზეთში.

 

ვრცლად...

17 მაი 2019 საერთაშორისო საზოგადოების განცხადება საქართველოში ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ

საერთაშორისო საზოგადოების განცხადება საქართველოში ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ

წინამდებარე განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა, და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ.

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან[1] დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას. 

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით.  გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია იქნა რატიფიცირებული, რომლებიც ისევე კრძალავენ დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ასევე იღებს  სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებას.

 

ვრცლად...

08 მაი 2019 საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს ექსპერტები განიხილავენ საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს ექსპერტები განიხილავენ საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე

კაჭრეთი. 8 მაისი 2019 – საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან სემინარში, რომელიც 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც  განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის  გზაზე.

სემინარის გახსნაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა, და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

„საქართველო მსოფლიოს ერთერთმა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩო ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიებს მოარგო და შექმნა სტრუქტურა ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. „მიმდინარე სემინარი ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას დაგვანახებს, პროგრესის დაჩქარებაში დაგვეხმარება და იმ სფეროებს გამოავლენს, რომელშიც საქართველოს მეტი დახმარება სჭირდება“.

 

ვრცლად...