ახალი ამბები

26 ივნ 2014 „იკაიფე“ ჯანმრთელობით და არა ნარკოტიკით! - ქართველი და უცხოელი ხელოვანები ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთიანდებიან

„იკაიფე“ ჯანმრთელობით და არა ნარკოტიკით! - ქართველი და უცხოელი ხელოვანები ნარკოტიკების წინააღმდეგ ერთიანდებიან

2014 წ. ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა წარმოადგინეს სპექტაკლი-პერფორმანსი, სადაც „გააცოცხლეს“ პირადი ისტორიები ისეთი ვარსკვლავებისა, როგორებიცაა ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, ჰიტ ლეჯერი, კურტ კობეინი, ემი ვაინჰაუსი, დალიდა, ედიტ პიაფი და სხვები, რომლებიც იყვნენ წამალდამოკიდებულნი და რომელთა სიცოცხლე ნარკოტიკებს შეეწირა.

ვრცლად...

26 ივნ 2014 მოსახლეობის ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

მოსახლეობის ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

 კასპის მუნიციპალიტეტის ორასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ჩითილები საკარმიდამო ნაკვეთებისთვის. მცირე ფერმერთა ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიტის ერთობლივი პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გაეროს სააგენტოები ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლად მდებარე სოფლებში.    

 

ვრცლად...

09 ივნ 2014 აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა

აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა იწყებენ ახალ პროექტს, რომელიც ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას.

დღეს შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილსმა სკოტმა.

 

ვრცლად...

07 ივნ 2014 ჩემი გარემო ბორჯომში

ჩემი გარემო ბორჯომში

შაბათს, 7 ივნისს, ბორჯომში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად.

ველოტური, გამოფენა ღია ცის ქვეშ და ახალგაზრდული აქციები ჩატარდა ერთთვიანი გარემოსდაცვითი კამპანიის „ჩემი გარემოს“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა.

ბორჯომში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე,გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს,ეროვნული სატყეო სააგენტოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

 

ვრცლად...

06 ივნ 2014 კოლხური ხოხბის დაბრუნება

კოლხური ხოხბის დაბრუნება

6 ივნისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაიხსნა ინკუბატორი, რომელიც მოემსახურება გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბის გამრავლებას.

ინკუბატორისა და სანაშენე მეურნეობის გახსნას დაესწრნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - შალვა ამირეჯიბი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი -ნილს სკოტი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - რატი ჯაფარიძე.

 

ვრცლად...

27 მაი 2014 შეხვედრა თემაზე: “ადრეული ქორწინების პრევენცია - გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”

შეხვედრა თემაზე: “ადრეული ქორწინების პრევენცია - გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”

27 მაისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: “ადრეული ქორწინების პრევენცია - გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის”. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ წაიყვანა; შეხვედრაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ: უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი; ნილს სკოტი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, რატი ბრეგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. 

ვრცლად...

21 მაი 2014 ქ-ნი პილაი მიესალმება ადამიანის უფლებების კუთხით ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესს საქართველოში

ქ-ნი პილაი მიესალმება ადამიანის უფლებების კუთხით ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესს საქართველოში

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის - ნავი პილაის პრესკონფერენცია (თბილისი, საქართველო 2014 წლის 21 მაისი )

მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ შევიტყვე  ბევრი რამ, რაც ძალიან დამაიმედებელია მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით  და ასევე ბევრი საგანგაშო და დამაფიქრებელი იმ პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც იძულებით არიან გადაადგილებულლნი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) და ასევე ვინც დღემდე ცხოვრობს იქ. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები.

თბილისში, მე მქონდა ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან; ასევე საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლtოლვილთა მინისტრთან, სასჯელაღსრულების მინისტრთან და მაღალი თანამდებობის მქონე მთავრობის სხვა წევრებთან. ასევე შევხვდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებs.

ვრცლად...