ახალი ამბები

19 მაი 2014 გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვიზიტი საქართველოში

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვიზიტი საქართველოში

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი  ქალბატონი ნავი პილაი ეწვევა საქართველოს 2014 წლის 18-22 მაისს. ვიზიტის მიზანია ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა.

დაგეგმილია ნავი პილაის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,  საგარეო საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე მთავრობის სხვა წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გაეროს ხელმძღვანელ პირებთან. 

 

ვრცლად...

23 აპრ 2014 23 აპრილს  საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა

23 აპრილს საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა

23 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის და გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნა აღნიშნა კონფერენციით.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გაეროსა და საქართველოს ალიანსის წარმომდგენლები, ნიდერლანდების სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, გარემოსადა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომდგენლები.

კონფერენციაზე მოხდა საგზაო უსაფრთხოების ერთწლიანი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის “გზა დაუთმე ქვეითს!” პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც პარტნიორმა ორგანიზაციებმა (კიამოტორსი საქართველო, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ”კრისტალი”, კომპანია “GIS”, საქართველოს საავტომობილო ფედერაცია, რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, ტელეკომპნია MUSICBOX, ჟურნალი “აუტობილდ საქართველო", საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “კვირა”, გაზეთი “THE FINANCIAL”, გადაცემა “ავტორბოლა” და ესტონური ორგანიზაცია “თრაფფიცPროფ”, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

პროექტის მიზანია მძღოლებისა და ქვეითების ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაშავებულობის შემცირება.

პროექტის ფარგლებში,23 აპრილს თბილისის პარალელურად ქუთაისსა და გორში სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა საგანმანათლებლო აქციები.

 

 

ვრცლად...

28 მარ 2014 დედამიწის საათი 2014 საქართველოში

დედამიწის საათი 2014 საქართველოში

შაბათს, 29 მარტს, 20:00 საათზე მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათის აღნიშვნას. დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს  ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

ტრადიციული ღონისძიება მრგვალ ბაღში ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს შეუერთდეს დედამიწის საათს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მუსიკას სანთლის შუქზე და თან გაიყოლონ ბაღის ყვავილები ქოთნებში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

დედამიწის საათის აღნიშვნას მრგვალ ბაღში დაესწრებიან  ხათუნა გოგალაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ნილს სკოტი - გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ნანა ჯანაშია - CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები.

 

ვრცლად...

06 მარ 2014 ბავშვები საქართველოში კვლავ ყველაზე ღარიბნი არიან, ამბობს იუნისეფი

ბავშვები საქართველოში კვლავ ყველაზე ღარიბნი არიან, ამბობს იუნისეფი

საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აფასებენ ერთობლივი სამოქმედო პროგრამას გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის, მარი–პიერ პუარიეს ოფიციალური ვიზიტისას

4 მარტი, 2014 წ., თბილისი, საქართველო. ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 2011 წლის 25 პროცენტიდან 2013 წელს 27 პროცენტამდე გაიზარდა, რამდენადაც სოციალური დანახარჯები უფრო სხვა ჯგუფებზე იყო მიმართული. ბოლო ორი წლის მანძილზე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე შემცირდა, მაგრამ კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს. უთანასწორობის მხრივ საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში. ეს არის ძირითადი საკითხები, რომელიც დომინირებს მთავრობისა და იუნისეფის მიერ საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის განხილვისას.

 

 

 

 

 

ვრცლად...

03 მარ 2014 გენდერული თანასწორობის კვირეული საქართველოში

გენდერული თანასწორობის კვირეული საქართველოში

საქართველოში იმართება გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.

კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად. კვირეულის ღონისძიებები გაიმართება 4-14 მარტს თბილისსა და რეგიონებში.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი განკუთვნილ მიმართვაში, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა თქვა: “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა განვითარების საფუძველია. ძალისხმევა თანასწორობის მისაღწევად ეკუთვნის ყველას, ვინც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე. დღეს ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს მიღწევებს გენდერული თანასწორობის დაცვის საქმეში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ამავდროულად ყურადღებას ვაქცევთ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების იმ საკითხებსაც, რომელნიც დამატებით ყურადღებას საჭიროებენ“.

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.

 

ვრცლად...

16 თებ 2014 საქართველოს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

საქართველოს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ოსოტიმეჰინი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაში.

დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ოფისებისა და ეროვნული ბიუროების 110-მდე მონაწილე რეგიონისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის პრიორიტეტებს განიხილავს.

ვრცლად...

13 თებ 2014 ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა საკითხებში

ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა საკითხებში

თბილისი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით.

შეხვედრის  მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - ნილს სკოტი, და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში - თომას ჰამარბერგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაზე  წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაწერილია მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებში.

 

ვრცლად...