ახალი ამბები

08 მაი 2019 საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს ექსპერტები განიხილავენ საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს ექსპერტები განიხილავენ საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე

კაჭრეთი. 8 მაისი 2019 – საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან სემინარში, რომელიც 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც  განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის  გზაზე.

სემინარის გახსნაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა, და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

„საქართველო მსოფლიოს ერთერთმა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩო ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიებს მოარგო და შექმნა სტრუქტურა ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. „მიმდინარე სემინარი ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას დაგვანახებს, პროგრესის დაჩქარებაში დაგვეხმარება და იმ სფეროებს გამოავლენს, რომელშიც საქართველოს მეტი დახმარება სჭირდება“.

 

ვრცლად...

01 მაი 2019 გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს  მთავრობას  2018 წ.  ანგარიში  და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 2018 წ. ანგარიში და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

ოთხშაბათს, 1 მაისს,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას   2018 წელს მიღწეული შედეგებისა  და  2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად.  ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ვრცლად...

12 აპრ 2019 საქართველო: გაეროს ექსპერტების მოწოდებაა პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობა სამუშაო ადგილებზე ინციდენტების აღმოფხვრისა და გარემოს დაბინძურების  პრევენციის მიზნით

საქართველო: გაეროს ექსპერტების მოწოდებაა პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობა სამუშაო ადგილებზე ინციდენტების აღმოფხვრისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით

ჟენევა/თბილისი (2019 წლის 12 აპრილი) - გაეროს ექსპერტების ჯგუფი ადამიანის უფლებების  საკითხებში აცხადებს, რომ   საქართველოს მთავრობამ და ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა გაატარონ სასწრაფო და ყოვლისმომცველი ზომები, რათა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დერეგულაციის ათწლეული, რომლის მიზანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, გახდა თავისებური კარტ-ბლანში უპასუხისმგებლო ბიზნეს პრაქტიკის განსახორციელებლად“, განაცხადა ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ქვეყანაში 10-დღიანი ვიზიტის დასასრულს გაკეთებული განცხადებაში.

 

 

 

 

 

ვრცლად...

11 აპრ 2019 საქართველო: გაეროს ექსპერტების ვიზიტი  კორპორაციებსა და ბიზნესს საწარმოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით

საქართველო: გაეროს ექსპერტების ვიზიტი კორპორაციებსა და ბიზნესს საწარმოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით

ჟენევა (29 მარტი, 2019) – 2019 წლის 3-12 აპრილს საქართველოში შედგა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტების ჯგუფის პირველი ვიზიტი. ვიზიტის  მიზანია  ადამიანის უფლებებთან მიმართებით ბიზნეს საქმიანობის უარყოფითი გავლენის იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირება. 

მისიის დასასრულს, პარასკევს, 12 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი 4, თბილისი), ექსპერტები პრეს-კონფერენციას გამართავენ და ვიზიტის პირველად შედეგებს წარადგენენ. პრეს-კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ ჟურნალისტებს შეეძლებათ.

 

 

ვრცლად...

10 აპრ 2019 საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

დღეს თბილისში სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, რომელიც 2019 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა.

კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.

ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ვრცლად...

05 მარ 2019 ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა ინსპირაციული მსჯელობა Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელები, ქალი მეცნიერები და თანასწორობის ქომაგები სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეხვდნენ. ინსპირაციული მსჯელობა შეეხო გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებს, რომლებიც ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ქალთა აქტიურ  ჩართულობას უკავშირდება. ღონისძიების მონაწილეებმა თაობების ცვლილებით გამოწვეულ გარდატეხაზე და სოციალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.

შეხვედრა სათაურით „Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“ ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას ეხმაურება - „გაითავისე თანასწორობა, აშენე გონივრულად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებისთვის".

ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობით.

 

 

ვრცლად...

19 თებ 2019 საქართველო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს

 საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან. ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში  გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მისი უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

ვრცლად...