ახალი ამბები

22 იან 2019 საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნები: მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნები: მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების  ეროვნული საბჭო მსჯელობს ეკონომიკური ზრდის, განათლების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ

მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები განიხილა. SDG საბჭოს მეორე ყოველწლიურ სხდომას, რომელიც 2019 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

 

ვრცლად...

21 დეკ 2018 თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა

თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა

2018 წლის 21 დეკემბერს, „ფაბრიკაში“,საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტებმა.

 

ვრცლად...

20 დეკ 2018 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო გარემოსშექმნის მიზნით სახელმწიფოსსაერთაშორისოორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის ერთობლივიძალისხმევა

მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.  

 

ვრცლად...

13 დეკ 2018 ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის შედეგად არჩევნების გაშუქების 2016-2018 წლების ტენდენციები გამოვლინდა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის შედეგად არჩევნების გაშუქების 2016-2018 წლების ტენდენციები გამოვლინდა

ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს მედიაში შეიმჩნეოდა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას. სიძულვილის ენის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში, მაგრამ კვლავ ჭარბობს ბეჭდურ მედიაში. არჩევნების გაშუქება რადიოების მიერ მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, თუმცა ზედაპირული, რაც პრაქტიკულად არ შეცვლილა 2016 წლიდან. საარჩევნო პროგრამების ანალიზი და დებატები საარჩევნო კანდიდატებს  შორის ნაკლებად იყო წარმოდგენილი ყველა მედია-სეგმენტში.

 

 

ვრცლად...

11 დეკ 2018 ადამიანის უფლებების დღე 2018: ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018 წლის კვირეული გახსნეს

ადამიანის უფლებების დღე 2018: ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018 წლის კვირეული გახსნეს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეს. 2018 წლის კვირეული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა ჩატარდება, გაიმართება საკომუნიკაციო კამპანია ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში.

ვრცლად...

10 დეკ 2018 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი -- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  მიშელ ბაჩელეტის მიმართვა

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავი -- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის მიმართვა

10 დეკემბერს აღინიშნება 70 წელი გამორჩეული დოკუმენტის,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან. ჩემი ღრმა რწმენით, დეკლარაცია დღესაც ისევე არსებითია  როგორც 70 წლის წინ - მისი მიღების დროს.

შესაძლოა უფრო მეტადაც კი, რადგან  ბოლო ათწლეულების განმავლობაში    იგი იდეალისტური ტრაქტატიდან  გარდაიქმნა  სტანდარტების ნაკრებად, რომელმაც შეაღწია საერთაშორისო სამართლის ყველა სფეროში.

წლების განმავლობაში დეკლარაციამ გაუძლო ყველა გამოცდას, მათ შორის სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას და იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებსაც, რომელთა წინასწარ განჭრეტაც დოკუმენტის სულისჩამდგმელებისთვის შეუძლებელი იყო.

 

ვრცლად...

13 ნოე 2018 საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება

საერთაშორისო კონფერენცია იურიდიული დახმარების შესახებ, ILAC 2018, ხაზს უსვამს გლობალურ გამოწვევებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების სისტემების შექმნისა და რეფორმირების საქმეში 

თბილისი. 13 ნოემბერი 2018 – ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იურიდიული დახმარება და მასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 13 ნოემბერს გაიხსნა. კონფერენციის მუშაობაში ჩართულია 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

 

ვრცლად...