ახალი ამბები

18 მაი 2020 გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

დაფინანსება დაეხმარება დაუცველ თემებს პანდემისთან გამკლავებაში

თბილისი, 2020 წ. 18 მაისი. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია,  რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის  სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო  ფონდი არის უწყებათაშორისი  დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს  ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში   და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.

15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში  1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა  და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

 

 

ვრცლად...

17 მაი 2020 ლგბტქი+ თემის უფლებები მეტ ყურადღებას საჭიროებს როგორც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში

ლგბტქი+ თემის უფლებები მეტ ყურადღებას საჭიროებს როგორც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში

17 მაისი 2020, თბილისი

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატებისბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთისესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.[1]

 

ვრცლად...

26 აპრ 2020 არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის მიღმა

UNDP ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას პანდემიის პირობებში

თბილისი. 17 აპრილი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს COVID-19-ის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის გავრცელებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის.

“სწორ ინფორმაციაზე დროულ წვდომას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა. „COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირველივე დღეებიდან საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან და თემის წარმომადგენლებთან, რათა საინფორმაციო რესურსები სრულად მისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.“

ვრცლად...

17 აპრ 2020 გაუზიარეთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა და არა ვირუსი!

გაუზიარეთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა და არა ვირუსი!

არაოფიციალური თარგმანი

აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი  დღესასწაულია, რომელსაც  მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს  პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება.  შედეგად, კოვიდ-19-ით დაავადებულთა  რაოდენობა  კონტროლს ექვემდებარება და  ბევრის სიცოცხლეც გადარჩა. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას,  პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია. მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული.

ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს:  ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და  ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

ვრცლად...

24 მარ 2020 კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად გაეროს სააგენტოები მუშაობას აგრძელებენ

კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად გაეროს სააგენტოები მუშაობას აგრძელებენ

საქართველოს მთავრობა იმსახურებს შექებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის  მყისიერად  გატარებული ღონისძიებების გამო.

გაეროს სააგენტოები, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციით, აგრძელებენ იმის შეფასებას, თუ რა საჭიროება არსებობს პანდემიასთან საბრძოლველად და დახმარებას უწევენ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ყველაზე შეჭირვებულ და  დაუცველ ჯგუფებს,  რათა ამ კრიზისის დროს ისინი არ დარჩნენ ყურადღების მიღმა.

 

ვრცლად...

15 მარ 2020 კორონავირუსი: ჩვენ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას

კორონავირუსი: ჩვენ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას

ჩვენ ყველანი შეშფოთებული ვართ კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო.

და ვიცი, რომ ბევრი არის შეშფოთებული, შეშინებული და დაბნეული. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

ჩვენ ისეთი ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომლის მსგავსიც სიცოცხლეში იშვიათია.

იმავდროულად, ვირუსი ვრცელდება, იზრდება საფრთხე და ჩვენი ჯანდაცვის  სისტემები, ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება სერიოზულ გამოცდას გადის.

ყველაზე დაუცველები ყველაზე დაზარალებულები არიან - განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები; მათ, ვისაც აწუხებთ ქრონიკული დავაადებები; ვისაც ხელი არ მიუწვდება საიმედო ჯანდაცვაზე; და, ვინც სიღარიბეში ან სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.

პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგები,  ეკონომიკური ზრდის შეფერხება ყველა ჩვენგანზე  მოახდენს გავლენას მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში.

მაგრამ ვირუსის გავრცელება პიკს მიაღწევს. ჩვენი ეკონომიკა გამოჯამრთელდება.

მანამდე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

 

ვრცლად...

10 მარ 2020 ქალები საჯარო სამსახურში კარიერულ გზაზე გენდერულ ბარიერებს აწყდებიან

ქალები საჯარო სამსახურში კარიერულ გზაზე გენდერულ ბარიერებს აწყდებიან

UNDP-ის კვლევის თანახმად, ქართულ საჯარო სექტორში უხილავი და ფესვგადგმული გენდერული იერარქია არსებობს, რომელიც მუდმივად კაცებს ანიჭებს უპირატესობას. 

თბილისი. 10 მარტი 2020. – 1000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც საჯარო სექტორში, გენდერული თანასწორობის კუთხით, სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლას და პროფესიულ განვითარებას ასახავს. როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, საჯარო მოხელეების 86% მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში კაცებს მეტი ძალაუფლება აქვთ, ხოლო 69% ფიქრობს, რომ სამსახურებრივი საქმიანობისას, კაცები უფრო დაფასებულები არიან.

 

ვრცლად...