ახალი ამბები

09 დეკ 2019 საქართველო მაღალი ჰუმანური განვითარების ჯგუფში შედის, თუმცა უთანასწორობის გამო მიღწეული პროგრესის 12 პროცენტს კარგავს

საქართველო მაღალი ჰუმანური განვითარების ჯგუფში შედის, თუმცა უთანასწორობის გამო მიღწეული პროგრესის 12 პროცენტს კარგავს

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა ჰუმანური განვითარების 2019 წლის ანგარიში: „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ჰუმანური განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“

საქართველო 70-ე ადგილს იკავებს 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელთა ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) შევიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR).  

ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულია გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც მოიცავს. ამის გათვალისწინებით, ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს. წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსს (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებელი 0.786-ია, რაც მაღალ ჰუმანურ განვითარებას შეესაბამება. 2000-2018 წლებში საქართველოს HDI მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების  მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, GNI, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა.

 

ვრცლად...

25 ნოე 2019 16 დღე ქალთა უფლებებისთვის

16 დღე ქალთა უფლებებისთვის

25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

კამპანია ყოველ წელს იწყება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს, და სრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს.  

 

ვრცლად...

22 ნოე 2019 ავშვთა უფლებათა კოდექსი - მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის

ავშვთა უფლებათა კოდექსი - მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის

საქართველოს პარლამენტმა  ბავშვთა უფლებათა  კოდექსი მიიღო. ეს  ყოვლისმომცველი  სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველოში ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია. კოდექსის მიღება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიცემული ერთ-ერთი დაპირება იყო.

 

ვრცლად...

11 ნოე 2019 კაიროდან ნაირობიმდე: უფლებები და არჩევანი ყველასათვის — მოძრაობის ახალი ტალღა

კაიროდან ნაირობიმდე: უფლებები და არჩევანი ყველასათვის — მოძრაობის ახალი ტალღა

მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები კენიაში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მზადყოფნას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა კონტრაცეფციაზე და ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ.

ნაირობი, 8 ნოემბერი, 2019 – ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დედების სიცოცხლის გადასარჩენად, კონტრაცეფციაზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილება და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასრულება 2030 წლისთვის – ეს არის ძირითადი ფოკუსი სამდღიანი გლობალური სამიტისა, რომელიც 2019 წლის 12-14 ნოემბერს, ნაირობიში, კენიაში გაიმართება.

ნაირობის სამიტი (ICPD25) კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის 25 წლის თავზე ტარდება, მოვლენის, რომელმაც სრულიად ინოვაციური დღის წესრიგი დასახა და სადაც 179 ქვეყნის მთავრობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ქალებისა და გოგონების გაძლიერებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ჩათვლით.

ნაირობის სამიტის ფარგლებში, უმაღლესი ოფიციალური პირები – სახელმწიფოების მეთაურები, პარლამენტარები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფინანსურ და პროგრამულ ვალდებულებებს,  პოლიტიკის,  საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებს წარმოადგენენ იმისთვის, რათა 1994 წელს კაიროში მიღებული სამოქმედო პროგრამა სისრულეში მოვიდეს. ნაირობის სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. 

ვრცლად...

10 ნოე 2019 განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებ

განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებ

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა. 

თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის  ,,არავინ ყურადღების მიღმა"  განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან როტაციას.

ვრცლად...

30 ოქტ 2019 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება 1 ნოემბერს ამოქმედდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება 1 ნოემბერს ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების ოფიციალური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1 ნოემბრიდან სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განახორციელებს. საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონი ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღნიშნული ტიპის დანაშაულებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს.

 

ვრცლად...

25 ოქტ 2019 გაეროს  დღესთან დაკავშირებით,  თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა

გაეროს დღესთან დაკავშირებით, თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა

გაეროს  დღესთან დაკავშირებით,   თბილისის ზღვის მიმდებარე  ტერიტორიაზე გამწვანების  აქცია გაიმართა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე 550 ძირი წიწვოვანი ხის ნერგები დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა  გიგა გიგაშვილმა, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა მიიღეს.

გამწვანების აქციაში ასევე გაეროს თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს მხარდაჭერისთვის და მსგავსი აქციებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი აქციები ეკოლოგიური  მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 

ვრცლად...