ახალი ამბები

22 ოქტ 2019 ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა

22 ოქტომბერს  ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიება გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების  - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ  იყო ორგანიზებული.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

 ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვებით წარდგნენ - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი ესმა გუმბერიძე.

 

ვრცლად...

19 ოქტ 2019 უშგულში გაეროს კვირეული აღინიშნება

უშგულში გაეროს კვირეული აღინიშნება

2019 წლის 19 ოქტომბერი. უშგული. საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, გაეროს კვირეული, გარდა საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისა, უშგულშიც აღინიშნება. დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

 

ვრცლად...

17 ოქტ 2019 საქართველოში გაეროს კვირეული პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნა

საქართველოში გაეროს კვირეული პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

 

ვრცლად...

26 ივლ 2019 საქართველომ მიიღო მთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

საქართველომ მიიღო მთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

ამბიციური სტრატეგია ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მთის 300,000 მაცხოვრებლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება

საქართველოს მთა ეროვნული საგანძურია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ტურისტსა და სტუმარს იზიდავს. თუმცა მაღალ მთაში განლაგებული 1,731 დასახლების მაცხოვრებლებისთვის ეს სურათი გაცილებით ნაკლებად მიმზიდველია. უმუშევრობა, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ პრობლემების ჩამონათვალშია, რომლებიც მთიდან ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის გადინებას განაპირობებს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მთის განვითარების ამბიციური სტრატეგია მიიღო.       

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია (2019-2013) ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური კეთილდღეობის გაზრდას და მთის 300,000 მაცხოვრებლის მიერ სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის დოკუმენტი შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

 

ვრცლად...

05 ივლ 2019 თბილისში გაიმართა კონფერენცია იძულებითი გადაადგილების საკითხებზე

თბილისში გაიმართა კონფერენცია იძულებითი გადაადგილების საკითხებზე

2019 წლის 5 ივლისს  თბილისში გაიმართა  კონფერენცია  იძულებითი გადაადგილების საკითხებზე. კონფერენცია მიეძღვნა იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავს.  

კონფერენციაზე  იმსჯელეს საქართველოში არსებული შიდა გადაადგილების და მასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის,  სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.

კონფერენციაზე  ყურადღება დაეთმო საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რეგიონების ჩათვლით.

ღონისძიება გახსნა გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

,,მოუთმენლად ველით ყველა საკვანძო სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც  იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,   განათლების ხელშეწყობასა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემას  ითვალისწინებს, რაც საჭიროა მათი გრძელვადიანი  განსახლებისთვის“, - განაცხადა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.

 

ვრცლად...

22 ივნ 2019 ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზე

ერთობლივი განცხადება ღირსების მარშის გადადების თაობაზე

მივესალმებით თბილისი პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ, არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია. 

ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი  განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის  თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

ვრცლად...

07 ივნ 2019 მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია

ამბროლაური. 7 ივნისი 2019 - ათასობით სტუმარი და მონაწილე ჩაერთო მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალში „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, რომელიც 7 ივნისს ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თაოსნობით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ოფიციალურმა პირებმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

 

ვრცლად...