ფოკუსში

21 ნოე 2018 ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს

ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს

ზღაპარი სამყაროს პირველადი შეცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი დახმარებით ადამიანები სწორ ღირებულებებს - სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას, თანაგრძნობასა და გამბედაობას ადრეული ასაკიდან სწავლობენ. შესაბამისად, ზღაპრებში თანასწორი და გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს ჩვენებას ბავშვის ფასეულობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

 

ვრცლად...

13 ივლ 2018 მდგრადი განვითარების მიზნები: პოსტერები & ფაქტები

მდგრადი განვითარების მიზნები: პოსტერები & ფაქტები

გაერომ 193 ქვეყანასთან ერთად 2030 წლისათვის შესასრულებლად დაისახა 17 მიზანი, რათა ყველამ უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ!

გაეცანით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ მდგრადი განვითარების პოსტერებსა და ფაქტებს.

 

ვრცლად...

01 მარ 2018 ქეთევან ხიდაშელის სიტყვებით: „ბევრი აქტივისტი ქალია საჭირო“

ქეთევან ხიდაშელის სიტყვებით: „ბევრი აქტივისტი ქალია საჭირო“

ქეთევან ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეა. უკვე 10 წელია იგი ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტია. ქეთევანი დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში ცხოვრობს და ქალთა გაძლიერებაზე, ოჯახში ძალადობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. 2012 წელს ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ მოხალისეობრივად იყო ჩართული. კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებების დამცველს გადაეცემა, 2017 წელს სწორედ ქეთევან ხიდაშელმა მიიღო.

„აქტივიზმში 2008 წელს ჩავერთე, როცა საცხოვრებლად ოჯახით დედაქალაქიდან სოფელში გადავედი. იმ პერიოდში ინტერნეტით ფონდ „ტასოს“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის შესახებ გავიგე, აპლიკაცია გავგზავნე და მცირე გრანტი მოვიგე. პარალელურად, გენდერის სკოლა გავიარე და ლიდერობაში, ოჯახში ძალადობასა და გენდერულ ბიუჯეტირებაში ტრენინგებს დავესწარი.

როცა „ტასოს“ მხარდაჭერით აქტივიზმის შესახებ პირველი პროექტის განხორციელება დავიწყე, ამ თემის არსი კარგად არც მქონდა გააზრებული, კომპიუტერის გამოყენებაც არ ვიცოდი და მის სწავლაში ღამეებს ვათენებდი. საინიციატივო ჯგუფი - დვაბზუს ქალთა ცენტრი აქტიური მშობლებისგან ჩამოვაყალიბე და მათთან ერთად ბავშვებისთვის ახალგაზრდული კლუბი შევქმენი, მერე კი სასკოლო გაზეთიც გამოვეცი. მალე იგი თემის გაზეთად ვაქციეთ. „სოფლის ხმას“, რომელშიც ადგილობრივებისთვის საინტერესო თემატიკაზე ვწერდით, უფასოდ ვავრცელებდით. სხვათა შორის, მოგვიანებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაზეთის გამოცდილება სხვა რეგიონების სათემო ფონდებს გავუზიარეთ. ამ ინიციატივაში მოხალისეობრივად ვიყავი ჩართული: აქტივისტ ქალებს ვხვდებოდი და მათ გაზეთის აწყობას, კონცეფციის შექმნასა თუ მკითხველთა მოზიდვას ვასწავლიდი. შემდეგ კი პირველი ნომრის გამოშვებაშიც ვეხმარებოდი.

 

ვრცლად...

13 თებ 2018 ქართველი მორაგბეები კამპანიას „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შეურთდნენ

ქართველი მორაგბეები კამპანიას „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შეურთდნენ

ქართველმა მორაგბეებმა კამპანიას „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. კამპანია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(SIDA) თანადგომით მიმდინარეობს. პროგრამა საქართველოში გაეროს სამი სააგენტოს - UN Women-ის, UNFPA-ს და UNDP-ს მიერ ხორციელდება.

ვრცლად...

24 სექ 2017 „მომავალი=შენ“ - საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

„მომავალი=შენ“ - საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

რუსთავი. 24 სექტემბერი 2017 – ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ინიციატივის ორგანიზატორი იყო გაერო საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან  და გაეროს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

“მდგრადი განვითარების მიზნები უკანასკნელი შანსია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ მდგრადი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ხალხთან და გაეროს პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღევანდელი ფესტივალით ყველას მოვუწოდებთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ”, – განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

ვრცლად...

24 სექ 2017 ნინო სუხიშვილი, გელა ჩარკვიანი და ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები გახდნენ

ნინო სუხიშვილი, გელა ჩარკვიანი და ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები გახდნენ

რუსთავი. 24 სექტემბერი 2017 – დღეს გლობალური მიზნების ფესტივალზე რუსთავში სამ გამოჩენილ ქართველს: ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელს ნინო სუხიშვილს, მწერალსა და პუბლიცისტს გელა ჩარკვიანს და მსოფლიო ჩემპიონს ეტლით ფარიკაობაში  ირმა ხეცურიანს  საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭათ.

წარდგენის ცერემონიალზე ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში,  განაცხადა, რომ დარწმუნებულია გაეროს  კეთილი ნების ელჩები გლობალური მიზნების მიღწევის საკითხებში  მომავალი  წლების განმავლობაში ეცდებიან თითოეულ ადამიანამდე მიიტანონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

ვრცლად...

14 სექ 2017 გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“

გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“

24 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში გაიმართება გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“. ინიციატივის ორგანიზატორია გაეროს წარმოამდგენლობა საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით.

ფესტივალი გაიხსნება გაეროს სააგენტოების მიერ ინიცირებული ღონისძიებებით, მათ შორის, რუსთავის პარკში მდებარე საზაფხულო თეატრის მოხატვით გლობალური მიზნების თემაზე.

ფესტივალის პროგრამაში ასევე წარმოდგენილია თვალსაჩინო და ინტერაქტიული ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებრივ ყურადღებას მიაპყრობს მდგრადი განვითარების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და გენდერული თანასწორობა.

ფესტივალი დაიხურება ოფიციალური ღონისძიებით, რომლის მსვლელობაში შედგება გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში, ხოლო დასასრულს გაიმართება კონცერტი.

ვრცლად...