გაეროს გენერალური მდივნის განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებუკან

გაეროს გენერალური მდივნის  განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის  განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნის განცხადება გააკეთა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. ის ღრმად არის შეშფოთებული მძიმე შეიარაღების გამოყენების ფაქტებით და ინფორმაციით დიდი დანაკარგის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

,,გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს  გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ  სრული მხარდაჭერა გამოუცხადდა ეუთოს მინსკის სამშვიდობო ჯგუფსა და სხვა მხარეებს,  რომლებიც  ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობენ.

ნიუ-იორკი, 2 აპრილი 2016