მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმიუკან

მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

2016 წლის 11-20 ივლისს ნიუ-იორკში დაგეგმილ მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო,  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გეგმებს წარადგენს.

 წლევანდელი ფორუმი,  რომელიც პირველად იმართება მდგრადი განვითარების მიზნების მიღების შემდეგ, წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლისათვის მისაღწევად  ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმების შეფასების უმნიშვნელოვანეს გლობალურ პლატფორმას. ფორუმზე 

22 ქვეყანა -  მათ შორის საქართველო -  წარადგენს მდგარდი განვითარების მიზნების მიღწევის საკუთარ გეგმას. ფორუმის ფარგლებში იგეგმება 5-დღიანი ექპერტთა დონის შეხვედრა და 3-დღიანი მინისტერიალი, 18-20 ივლისს.

ფორუმზე დაგეგმილია ქვეყნების მიერ მიზნების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯებისა და მიდგომების  ირგვლივ გამოცდილების გაზიარება.