მსოფლიო ჰუმანიტარული დღეუკან

მსოფლიო ჰუმანიტარული დღე

მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ჰუმანიტარულ დღეს 19 აგვისტოს  აღნიშნავს ჰუმანიტარული დახმარების იმ მუშაკთა პატივსაცემად,  რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებლად.

წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის  მიზანია ჰუმანიტარული საქმიანობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს და ადამიანებს სიკეთის კეთებისაკენ უბიძგოს, რათა დავეხმაროთ 130 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელთაც ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება.

ეწვიეთ მსოფლიო ჰუმანიტარული დღის ოფიციალურ ვებ-გვერდს და გაიგეთ თუ როგორ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ჰუმანიტარულ ძალისხმევაში და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში როგორ მსოფლიოში გსურთ ცხოვრება, რომელიც ამ დღისთვის შეიქმნა.