გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითუკან

მეგობრებო,

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის  ნათელ ხსოვნას.

წლევანდელი თარიღის აღნიშვნა   ანტისემიტური ტენდენციების შემაშფოთებელი ზრდის ფონზე მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სინაგოგაში სასიკვდილო თავდასხმა,  ევროპაში ებრაული სასაფლაოების შებილწვა, გვიჩვენებს რომ  საუკუნეების დროინდელი სიძულვილი არ მხოლოდ ძლიერია, არამედ  კიდევ უფრო ღრმავდება.

ჩვენ ვხედავთ ნეო-ნაცისტური ჯგუფების მომრავლებას და ისტორიის გადაწერისა და ჰოლოკოსტის ფაქტების დამახინჯების მცდელობას.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ვრცელდება ფანატიზმი უსწრაფესად  ინტერნეტში.

რადგან  მეორე მსოფლიო ომი სულ უფრო წარსულ მოგონებად რჩება, ხოლო   ჰოლოკოსტში გადარჩენილთა  რიცხვი კი  მცირდება, ჩვენ გვეკისრება ვალდებულება ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობის მიმართ არ მოვადუნოთ ყურადღება.

დიდი ბრიტანეთის  მთავარმა რაბინმა ჯონათან საქსმა, ასე დასამახსოვრებელი სიტყვები თქვა: "სიძულვილი, რომელიც ებრაელებით იწყება, არასოდეს მთავრდება ებრაელებით".

და,  ჩვენ მართლაც ვხედავთ, რომ  შეუწყნარებლობა -  უმცირესობების, მუსულმანების, მიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ -  იქცა პოლიტიკის ძირითად ტენდეციად.  

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა გავერთიანდეთ საყოველთაო ფასეულობების დასაცავად და ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფლი იქნება თანასწორობა.