გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღესთან დაკავშირებითუკან

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე ხაზს უსვამს გაეროს ქარტიის მდგრად იდეალებს, რომელიც  ამ დღეს არის მიღებული 74 წლის წინათ.

მსოფლიოში გლობალური შოკების ფონზე, ქარტია რჩება ჩვენს საერთო მორალურ შუქურად.

ამ დრამატული  ცვლილების დროს, გაერო რჩება ორიენტირებული ადამიანთა რეალური პრობლემების გადაჭრაზე.

ჩვენს საქმიანობაში ვცდილობთ უზრუნველვყოთ სამართლიანობა გლობალიზაციის პროცესში და გადამწყვეტი ქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პატივისცემას და უარს ვამბობთ სიძულვილის რაიმე გამოვლინებაზე.

ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და, იმავდროულად, სასიცოცხლო დახმარება გავუწიოთ   შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ  მილიონობით ადამიანს.

თავად გაერო სულ უფრო მოქნილი  და ანგარიშვალდებული ხდება ქვეყნების მხარდასაჭერად.

მომავალ წელს ორგანიზაციას უსრულდება დაარსებიდან 75 წლის იუბილე. ეს თარიღი გადამწყვეტი მომენტია ჩვენი მომავლის ერთად ჩამოყალიბებისათვის.

გეპატიჟებით სასაუბროდ.