ფოკუსში

01 აპრ 2020 ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება

2020 წ. 31 მარტი --დღეს, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი უნდა გამართულიყო (31 მარტი – 1 აპრილი) , რომელიც  კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ.

ვრცლად...

01 აპრ 2020 გაეროს გენერალურმა მდივანმა წარადგინა COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიში

გაეროს გენერალურმა მდივანმა წარადგინა COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიში

გაეროს გენერალურმა მდივანმა კორონავირუსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გლობალური კრიზისი უწოდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, შიშობს, რომ თითოეული ქვეყნის მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველ პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

გუტერეშმა ეს განცხადება გააკეთა 31 მარტს, COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის დროს.

ანგარიში შეიცავს დასკვნას, რომლის თანახმად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და მისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად განხორცილებული ეკონომიკური ზომების ერთობლიობამ, შესაძლოა „ხელი შუწყოს არასტაბილურობის, არეულობებისა და კონფლიქტების გაძლიერებას“.

 

ვრცლად...

30 მარ 2020 ნუ გადადებ გვერდზე სიცოცხლეს! დაიცავი წესები!

ნუ გადადებ გვერდზე სიცოცხლეს! დაიცავი წესები!

გაეროს წარმომადგენლობა საქართველო ალიანსი უსაფრთზო გზებისთვის,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, თბილისის მერიის და მეტროგრაფის შემოქმედებითი გუნდის მხარდაჭერით ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში COVID-19 ვირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

 

ვრცლად...

29 მარ 2020 გაერო 75: გლობალურ საუბარი  მომავლის შესახებ

გაერო 75: გლობალურ საუბარი მომავლის შესახებ

2020 წელს, 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გაერომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი  გლობალური ონლაინ გამოკითხვა, რომელიც შესაძლებლობას  აძლევს მოქალაქეებს უფრო სრულად გააცნობიერონ თავიანთი  მისწრაფებები და გამოთქვათ თავიანთი აზრი,  როგორც საფრთხეების, ასევე იმ ცვლილების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდნენ 2045 წლისთვის.

ხალხს შეუძლია ხმა მისცენ ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და რთულ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის   დინამიკის ცვლილება თუ  ტექნოლოგიური ძვრები.

 

 

ვრცლად...

27 მარ 2020 'ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

'ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

''უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად.. ჩვენ ომში ვართ '' - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი ვირტუალურ სამიტზე რომელიც კორონავირუსს გავრცელებას ეხება.

მისივე თქმით, დიდი ალბათობაა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, თუ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

„მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.

 

 

ვრცლად...

26 მარ 2020 გაეროს გენერალური მდივანი დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის გამო სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის გამო სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა ვიდეოკონფერენციის დროს 26 მარტს.

მან მოუწოდა ,,დიდი ოცეულის“ ლიდერებს კორონავირუსის გავრცელების ფონზე, გააუქმონ სანქციები, რომლებიც ხელს უშლის სურსათის, სამედიცინო დახმარებისა და პირველადი აუცილებლობის პროდუქტების მიწოდებას.

გუტერეშის განცხადებით, უნდა მოიხსნას შეზღუდვები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე, რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სხვა საქონლის მიწოდებაზე ეპიდემიასთან საბრძოლველად.

 

„ე

ვრცლად...

14 მარ 2020 გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის მიმართვა

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის მიმართვა

"სკოლები დახურულია, მაგრამ სწავლა არ უნდა შეწყდეს." - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი საუბრობს კრიზისის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელების გზებზე.

ვრცლად...