ფოკუსში

31 იან 2020 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია

ვირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ ქვეყნები მიიღებენ მკაცრ ზომებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

საგანგებო კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოიწვია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, 2020 წლის 30 იანვარს გაიმართა.

ვრცლად...

29 იან 2020 დონორთა ყოველწლიური ფორუმი

დონორთა ყოველწლიური ფორუმი

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა სტრატეგიული დიალოგი  სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.  

ღონისძიება გახსნა საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ღონისძიებას თანათავმჯდომარეობდა გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი. 

გიორგი გახარიამ მადლიერება გამოხატა იმ ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც საქართველოში რეფორმების ხელშესაწყოფად 7 მილიარდი დოლარი გამოყვეს. 

 

ვრცლად...

28 იან 2020 ინტერვიუ ესმა გუმბერიძესთან, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან

ინტერვიუ ესმა გუმბერიძესთან, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან

 რა მოვალეობები აქვს გაეროს ახალგაზრდა დელეგატს?

გაეროს ახალგაზრდა დელეგატის მთავარი მოვალეობაა სტუდენტებთან, ზოგადად ახალგაზრდებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი. ასევე, დელეგატს ევალება ორი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება, მათ შორის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა. 

თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პრობლემურ თემაზე გაამახვილოს ყურადღება.

რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ სოციალური თემატიკის პრობლემები,  ყველაზე აქტუალურია ქართველ ახალგაზრდებში. ხოლო, ყველაზე ხშირად ისინი საუბრობენ  განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რომ მათთან საუბრის დროს, ყურადღება გამემახვილებინა ფორმალურ და არაფორმალრ განათლებაში არსებულ სირთულეებსა და შესაძლებლობებზე. 

 ამასთან ერთა, ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებზე ინფორმაციის გავრცელება, და  ყოველთვის ვცდილობ  ჩემი ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდებამდეც მივიტანო.

ვრცლად...

22 იან 2020 10 წელი მსოფლიო ტრანსფორმაციისთვის 

10 წელი მსოფლიო ტრანსფორმაციისთვის 

მდგრადი განვითარების მიზნები გლობალურ არენაზე უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა; სიღარიბის დასამარცხებლად, პლანეტის გადასარჩენად და მშვიდობიანი სამყაროს შესაქმნელად.

მხოლოდ 10 წელია დარჩენილი, 2030-ის ამბიციური გლობალური გეგმის განსახორციელებლად. ამისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: მთავრობების, რიგითი მოქალაქეების, ბიზნესებისა და ზოგადად ადამიანური რესურსის მობილიზება და მომართვა, გლობალური მიზნებისაკენ.

რამდენადაც კომპლექსუარად, ქაოტურად და დამაბნევლადაც არ უნდე გვეჩვენებოდეს მსოფლიო, ჩვენ ხელთ გვაქვს პროგრესის მრავალი მტკიცებულება - უკიდურესი სიღარიბის და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები იკლებს  და ყოველდღირად იზრდება წვდომა, ელექტრო ენერგიაზე, განათლებასა და სამუშაო ადგილებზე.

 

ვრცლად...

30 დეკ 2019 გაეროს გენერალური მდივნის საახალწლო ვიდეომიმართვა

გაეროს გენერალური მდივნის საახალწლო ვიდეომიმართვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ვუერთდები ახალი წლის მოლოცვას.

2020 წელს ვეგებებით გაურკვევლობებისა და ამასთან უსაფრთხოების არარსებობის ფონზე:  

მუდმივი უთანასწორობა და მზარდი სიძულვილი.

კლიმატის ცვლილება და საომარი კონფლიქტები.

გლობალური დათბობა არა მხოლოდ გრძელვადიანი პრობლემა, არამედ ამჟამინდელი, მყისიერი საფრთხეცაა.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ის თაობა, რომელმაც არაფერი გააკეთა, მაშინ როცა პლანეტა იწვის. 

მაგრამ ამ ყველაფერთან  ერთად არსებობს იმედიც.

 

ვრცლად...

06 დეკ 2019 გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი  კამპანია

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემა  და, სამწუხაროდ,  ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს ერთხელ მაინც განუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

გენდერული ძალადობის პრევენციისთვის  საკმაოდ დიდი რესურსებისა და დროის დათმობის მიუხედავად, ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმას დისკრიმინაციული სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო, იქნება ეს  ოჯახური  ძალადობა თუ სექსუალური შევიწროება, ტრეფიკინგი თუ ადრეული ქორწინება და ფემიციდი.  გარდა ამისა, ძალადობის   მსხვერპლთა მიმართ ხშირია  სტიგმა და დისკრიმინაცია. მათ  ხშირად  ადანაშაულებენ ძალადობის პროვოცირებაში.

 

ვრცლად...

03 დეკ 2019 საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ ბარიერებს აწყდებიან

საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ ბარიერებს აწყდებიან

კონფერენცია „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ აფასებს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში

თბილისი. 3 დეკემბერი 2019 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს ჯერაც  სრულად არ გამოუყენებია ეს საკვანძო დოკუმენტი ქვეყნის ყოველდღიური რეალობის გარდაქმნისთვის, ამბობენ კონფერენციის „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“  მონაწილეები.

მრავალმხრივი და წარმომადგენლობით კონფერენცია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით დღეს გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს, ეძღვნება.

კონფერენციის მომზადებისას შშმ პირები აქტიურად იყვნენ ჩართული სადისკუსიო თემების შერჩევაში, რაც სრულად შეესაბამება შშმ პირების უფლებადამცველი მოძრაობის მიერ წამოყენებულ გლობალურ პრინციპს - არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე.

კონფერენციის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმებს, რომელთა გატარება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს კანონები და სახელმწიფო პრაქტიკა გაეროს კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუწყობდა როგორც საჯარო სივრცისა და სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის, გამოყენებას შშმ პირების უფლებების დაცვისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„კანონით გათვალისწინებული გარანტიების მიუხედავად, შშმ პირები კვლავ საქართველოს საზოგადოების უხილავი ნაწილია, რომელიც დისკრიმინაციას ყოველდღიურად განიცდის“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ინკლუზიური გარემოს შექმნა და სტიგმის აღმოფხვრა, რომელიც შშმ პირების მარგინალიზაციას იწვევს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ეს მდგრადი განვითარების მიზნების მთავარ პრინციპს შეესაბამება, რომლის მიხედვით განვითარების მიღმა არავინ უნდა დარჩეს“.

 

 

ვრცლად...