ფოკუსში

02 დეკ 2019 გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ გლობალური დათბობის „უკან არდაბრუნების წერტილი“ გვიახლოვდება

გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ გლობალური დათბობის „უკან არდაბრუნების წერტილი“ გვიახლოვდება

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიოს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, „უაღრესად შეუსაბამო“ იყო და შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გლობალურმა დათბობამ „უკან არდაბრუნების წერტილი“ გადალახოს.

მადრიდში ორკვირიანი საერთაშორისო კლიმატური კონფერენციის დაწყებამდე, გაეროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტემპერატურის ზრდა და ამით გამოწვეული უფრო ექსტრემალური ამინდი უკვე იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რასაც დრამატული გავლენა აქვს ადამიანებსა და სხვა სახეობებზე.

როგორც იგი შენიშნავს, მსოფლიოს აქვს გლობალური დათბობის შეზღუდვისთვის საჭირო მეცნიერული ცოდნა და ტექნიკური საშუალებები, მაგრამ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება.

„უკან არდაბრუნების წერტილი უკვე ჰორიზონტზე მოჩანს და ჩვენკენ მოჰქრის“, — განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს ესპანეთის დედაქალაქში.

ვრცლად...

28 ოქტ 2019 27-28 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლო

27-28 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მათივე ცნობით, აღინიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე, მავთულხლართების მშენებლობის ეპიზოდებსა და მოქალაქეების დაკავებაზე.

 

 

ვრცლად...

24 ოქტ 2019 გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღესთან დაკავშირებით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე ხაზს უსვამს გაეროს ქარტიის მდგრად იდეალებს, რომელიც  ამ დღეს არის მიღებული 74 წლის წინათ.

მსოფლიოში გლობალური შოკების ფონზე, ქარტია რჩება ჩვენს საერთო მორალურ შუქურად.

ამ დრამატული  ცვლილების დროს, გაერო რჩება ორიენტირებული ადამიანთა რეალური პრობლემების გადაჭრაზე.

ჩვენს საქმიანობაში ვცდილობთ უზრუნველვყოთ სამართლიანობა გლობალიზაციის პროცესში და გადამწყვეტი ქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პატივისცემას და უარს ვამბობთ სიძულვილის რაიმე გამოვლინებაზე.

ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და, იმავდროულად, სასიცოცხლო დახმარება გავუწიოთ   შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ  მილიონობით ადამიანს.

თავად გაერო სულ უფრო მოქნილი  და ანგარიშვალდებული ხდება ქვეყნების მხარდასაჭერად.

მომავალ წელს ორგანიზაციას უსრულდება დაარსებიდან 75 წლის იუბილე. ეს თარიღი გადამწყვეტი მომენტია ჩვენი მომავლის ერთად ჩამოყალიბებისათვის.

გეპატიჟებით სასაუბროდ.

 

 

 

ვრცლად...

18 ოქტ 2019 გაეროს კვირეული 2019

გაეროს კვირეული 2019

გაეროს კვირეული 17 ოქტომბერს - სიღარიბესთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ­- საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით გაიხსნა გაეროს წარმომადგენლობაში. შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების საქმეში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

წლევანდელი გაეროს კვირეულის თემაა ’გლობალური მიზნების თაობა’ და მიზნად ისახავს   ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში, მათ შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.  

 

ვრცლად...

12 ივლ 2019 მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

ათასობით სტუმარი და მონაწილე ჩაერთო მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალში „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, რომელიცგაერთიანებული ერების ორგანიზაციის თაოსნობით 2019 წლის 7 ივნისს ამბროლაურში გაიმართა.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური ერთი დღით მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი აქტივობები, სემინარები და გამოსვლები გაიმართა. საფესტივალო ღონისძიებებში ჩაერთვნენ მწერლები, მხატვრები, მეცნიერები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ფერმერები, დიპლომატები და პოლიტიკოსები.

 

 

ვრცლად...

09 ივლ 2019 გიგა ჭიკაძის სიტყვებით: „სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ნამდვილად გინდა, სცადე და გააკეთე“

გიგა ჭიკაძის სიტყვებით: „სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ნამდვილად გინდა, სცადე და გააკეთე“

MMA-ის მებრძოლი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ქამრის მფლობელი გიგა ჭიკაძე წლების განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიაში „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იყო ჩართული. იგი სისტემატურად დადიოდა საქართველოს რეგიონებში, იქ მცხოვრებ ბიჭებს ხვდებოდა და ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებოდა. გიგამ ამ კამპანიაში უცხოელი მეგობრებიც ჩართო და მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსში, რომელიც 2014 წელს თბილისში ჩატარდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. დღეს ის კვლავაც ამ ღირებულებების გამავრცელებელია და ცდილობს, 9 წლის გოგოსთან, ნიტასთან ერთად, გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრიოს.

პირველად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ ნონო ანდღულაძისგან და ლექსო გუგავასგან გავიგე. იმ დროისთვის ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციის სხვადასხვა ინიციატივაში უკვე აქტიურად იყვნენ ჩართულები. როცა წარმატებული სპორტსმენი ხარ, შენს სიტყვასა თუ ქმედებას უკვე სულ სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და პოზიტიურ ცვლილებებშიც დიდი როლის შესრულება შეგიძლია. ვგრძნობდი, რომ მეც, როგორც ერთ-ერთ მათგანს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და საკუთარი ავტორიტეტი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამომეყენებინა, ვყოფილიყავი არა მარტო ამ ღირებულებების მატარებელი, არამედ გამავრცელებელიც.

 

ვრცლად...

05 ივნ 2019 მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი ამბროლაურში გაიმართება

2019 წლის 7 ივნისს ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი - საბინე მახლი.

ფესტივალს დაესწრებიან გაეროს ოფიციალური პირები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას და პლანეტის გადარჩენას ემსახურება. მსოფლიოს განვითარების ეს გლობალური კონცეფცია  გაეროს ყველა წევრმა ქვეყნამ, მათ შორის საქართველომ,  2015 წლის სექტემბერში მიიღო და 2030 წლამდე ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევის შესახებ შეთანხმდა.

მდგრადი განვითარების ფესტივალის პროგრამა სწორედ ამ მთავარ საპროგრამო თემებს ეხმიანება - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა.

 

ვრცლად...