ფოკუსში

08 ივლ 2016 მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2015 წელს პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 65,3 მილიონი შეადგინა. ამ რაოდენობიდან 21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილია და მათი ნახევარის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.  

ვრცლად...

03 მაი 2016 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი სახლემწიფოს მეთაურებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის დაცვისა და ჟურნალისტებისთვის თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

„პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურებს, პოლიტიკოსებს, კომპანიებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, დავაფასოთ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ. დავიცვათ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა,“ ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად...

02 აპრ 2016 გაეროს გენერალური მდივნის  განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნის განცხადება გააკეთა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. ის ღრმად არის შეშფოთებული მძიმე შეიარაღების გამოყენების ფაქტებით და ინფორმაციით დიდი დანაკარგის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

,,გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ვრცლად...

22 მარ 2016 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ბელგიაში მომხდარი ტერაქტები დაგმო.

,,ამაზრზენმა თავდასხმებმა გულში დაარტყა ბელგიასა და ევროკავშირს“,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა და ბელგიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.  

 

ვრცლად...

12 თებ 2016 13 თებერვალი -  რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. თავის მიმართვაში გაეროს მდივანი აღნიშნავს, რომ კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს რადიო რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, 
თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს.
.

ვრცლად...

09 დეკ 2015 გაეროს უმაღლესი კომისარის ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ჰუსეინის განცხადება ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით

გაეროს უმაღლესი კომისარის ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ჰუსეინის განცხადება ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით

ზეიდის მოწოდებაა მოხდეს ადამიანის უფლებათა “ფუძემდებლური” ხელშეკრულებების საყოველთაო რატიფიკაცია და პატივისცემა 

ჟენევა (2015 წლის 9 დეკემბერი) – 1966 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა ორი ფუნდამენტური  ხელშეკრულება (პაქტი) დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანი და რელევანტურია როგორც ნახევარი საუკუნის წინ და მათი რატიფიცირება უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფოს მიერ, განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ჰუსეინმა თავის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ვრცლად...

23 ოქტ 2015 გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღეს

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა გაეროს დღეს

ეროვნული დროშა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სიამაყისა და პატრიოტიზმის სიმბოლოა, მაგრამ არსებობს ერთი დროშა რომელიც ყველას გვეკუთვნის.

ომის დროს ვიზრდებოდი კოერეაში და გაერთიანებული ერების ეს ცისფერი დროშა ჩემთვის იმედის ნიშანი იყო.   

მისი შექმნიდან 70 წლის შემდეგ, გაერო კვლავ შუქურად რჩება მთელი კაცობრიობისთვის.

ყოველ დღე, გაერო აპურებს მშიერ ადამიანებს და თავშესაფარს აძლევს მათ ვინც იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს.

გაერო ცრის ბავშვებს, რომლებიც ამის გარეშე სხვადასხვა დაავადებებით დაიღუპებოდნენ.

გაერო იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, განურჩევლად კანის ფერის, აღმსარებლობის, ეროვნების, სქესის თუ სექსუალური ორიენტაციისა.

ჩვენი მშვიდობისმყოფელები კონფლიქტის წინა ხაზებზე არიან; ჩვენს მედიატორებს მეომრები სამშვიდობო მაგიდასთან მიჰყავთ;  ჩვენი მაშველები  რთულ ვითარებაში მამაცურად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

გაერო მუშაობს შვიდი მიალიარდი ადამიანისაგან შემდგარი ერთიანი ოჯახისათვის, და ზრუნავს დედამიწაზე - ჩვენს ერთადერთ სახლზე.  

 

ვრცლად...