ფოკუსში

16 სექ 2015 მდგრადი განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარების მიზნები

2015 წლის 25-27 სექტემბერს, 160 ქვეყნის დელეგაცია  შეიკრიბება ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.  სამიტზე დაგეგმილია მდგრადი განვითარების  ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.   

გაეროს წევრი ქვეყნები მიიღებენ მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

 

 

 

ვრცლად...

03 ივნ 2015 გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 75–მა ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ; 78–მა კი თავი შეიკავა.

ვრცლად...

02 მარ 2015 საქართველოში გაეროს ხელმძღვანელის მიმართვა გენდერული თანასწორობის კვირეულთან დაკავშირებით

საქართველოში გაეროს ხელმძღვანელის მიმართვა გენდერული თანასწორობის კვირეულთან დაკავშირებით

ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება - საქართველოში გაეროს ხელმძღვანელის, ნილს სკოტის, მიმართვა გენდერული თანასწორობის კვირეულთან დაკავშირებით.

 

ვრცლად...

01 თებ 2015 ხალხის ხმა

ხალხის ხმა

ფილმი ეხება გაეროს სააგენტოების საქმიანობას საქართველოში. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია  თუ  როგორ ეხმარება გაერო ადამიანებს  ცხოვრების გაუმჯობესებაში. 

ვრცლად...


19 ოქტ 2014 გაეროს კვირეული 2014 საქართველოში

გაეროს კვირეული 2014 საქართველოში

 საქართველოში ტარდება გაეროს კვირეული 2014.  კვირეულის ფარგლებში 15 ოქტომბერს გაიმართა  სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, ასევე წაღვერში გაიხსნა ახალი ტურისტული  ინფრასტრუქტურა, ხოლო 16 ოქტომბერს ჩატარდა   მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

კვირეულის სლოგანია: საქართველო და გაერო - მომავალი, რომელიც გვსურს.

 

 

ვრცლად...

24 ივლ 2014 ჰუმანური განვითარების ანგარიში 2014

ჰუმანური განვითარების ანგარიში 2014

UNDP აქვეყნებს ჰუმანური განვითარების 2014 წლის ანგარიშს „ჰუმანური პროგრესის შენარჩუნება: მოწყვლადობის შემცირება, მედეგობის ზრდა“. ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადობის პრობლემას, ბაზისურ სოციალურ დახმარებასა და საყოველთაო დასაქმებას. ანგარიში ასევე შეიცავს ჰუმანური განვითარების განახლებულ ინდესს, რომელიც აჩვენებს ზრდის ტემპის შენელებას მთელს მსოფლიოში

საქართველო და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი

საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0,744, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს. 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საქართველო 79-ე ადგილს იკავებს. ამავე ადგილზე არიან ბრაზილია და გრენადა. 2005-2013 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.710-დან 0.744-მდე. მთლიანმა ზრდამ 4.8 %-ს მიაღწია, ხოლო წლიური  ზრდა 0,58 %-ს შეადგენს.

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის ჰუმანური განვითარების ინდექსია 0.747 (76-ე ადგილი 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის), სომხეთის  0.730 (87-ე ადგილი), ხოლო რუსეთის ფედერაციის 0.778 (57 ადგილი).

 

ვრცლად...