ფოკუსში

19 ივლ 2016 საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა

საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა

2016 წლის 19 ივლისს, ქ-ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა. 

 

ვრცლად...

18 ივლ 2016 მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

2016 წლის 11-20 ივლისს ნიუ-იორკში დაგეგმილ მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო,  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გეგმებს წარადგენს.

ვრცლად...

08 ივლ 2016 მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2015 წელს პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 65,3 მილიონი შეადგინა. ამ რაოდენობიდან 21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილია და მათი ნახევარის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.  

ვრცლად...

03 მაი 2016 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი სახლემწიფოს მეთაურებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის დაცვისა და ჟურნალისტებისთვის თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

„პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურებს, პოლიტიკოსებს, კომპანიებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, დავაფასოთ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ. დავიცვათ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა,“ ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად...

02 აპრ 2016 გაეროს გენერალური მდივნის  განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნის განცხადება გააკეთა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. ის ღრმად არის შეშფოთებული მძიმე შეიარაღების გამოყენების ფაქტებით და ინფორმაციით დიდი დანაკარგის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

,,გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ვრცლად...

22 მარ 2016 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ბელგიაში მომხდარი ტერაქტები დაგმო.

,,ამაზრზენმა თავდასხმებმა გულში დაარტყა ბელგიასა და ევროკავშირს“,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა და ბელგიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.  

 

ვრცლად...

12 თებ 2016 13 თებერვალი -  რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. თავის მიმართვაში გაეროს მდივანი აღნიშნავს, რომ კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს რადიო რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, 
თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს.
.

ვრცლად...