ფოკუსში

28 აგვ 2016 გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი უერთდება საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანიას

გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი უერთდება საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანიას

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი შეუერთდა.

„მოხარული ვარ, რომ ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ გვინდა, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს უსაფრთხო. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის საგზაო უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, ვართ მთავრობის წევრები თუ ცალკეული პირები, ჩვენ ყველა ვიყენებთ გზას. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გზები გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაშავებულების და იმ ადამიანების რიცხვი შევამციროთ, ვინც ყოველწლიურად გზებზე იღუპება. ჩვენ მდგრადი განვითარების მიზნებს შევუერთდით იმისათვის, რომ 2020 წლამდე გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გავანახევროთ. ეს არის შესანიშნავი კამპანია. ვუერთდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას, იმის დასამტკიცებლად, რომ ვიმუშავებთ ერთად და მივაღწევთ საგზაო უსაფრთხოებას“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

ვრცლად...

18 აგვ 2016 მსოფლიო ჰუმანიტარული დღე

მსოფლიო ჰუმანიტარული დღე

მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ჰუმანიტარულ დღეს 19 აგვისტოს  აღნიშნავს ჰუმანიტარული დახმარების იმ მუშაკთა პატივსაცემად,  რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებლად.

წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის  მიზანია ჰუმანიტარული საქმიანობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს და ადამიანებს სიკეთის კეთებისაკენ უბიძგოს, რათა დავეხმაროთ 130 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელთაც ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება.

 

ვრცლად...

19 ივლ 2016 საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა

საქართველომ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა

2016 წლის 19 ივლისს, ქ-ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნული ანგარიში წარადგინა. დილის სესიის ფარგლებში, საქართველოსთან ერთად, პრეზენტაციები გააკეთეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, მადაგასკარის ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა, ერილანტო რაველოერისონმა და გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰალიკ ჩევიკმა. 

 

ვრცლად...

18 ივლ 2016 მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

2016 წლის 11-20 ივლისს ნიუ-იორკში დაგეგმილ მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო,  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გეგმებს წარადგენს.

ვრცლად...

08 ივლ 2016 მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2015 წელს პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 65,3 მილიონი შეადგინა. ამ რაოდენობიდან 21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილია და მათი ნახევარის ასაკი 18 წელზე ნაკლებია.  

ვრცლად...

03 მაი 2016 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი სახლემწიფოს მეთაურებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის დაცვისა და ჟურნალისტებისთვის თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

„პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მეთაურებს, პოლიტიკოსებს, კომპანიებსა და მოქალაქეებს მოვუწოდებ, დავაფასოთ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ. დავიცვათ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა,“ ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად...

02 აპრ 2016 გაეროს გენერალური მდივნის  განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნის განცხადება გააკეთა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. ის ღრმად არის შეშფოთებული მძიმე შეიარაღების გამოყენების ფაქტებით და ინფორმაციით დიდი დანაკარგის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

,,გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ვრცლად...