ფოკუსში

05 ივნ 2019 მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი ამბროლაურში გაიმართება

2019 წლის 7 ივნისს ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი - საბინე მახლი.

ფესტივალს დაესწრებიან გაეროს ოფიციალური პირები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას და პლანეტის გადარჩენას ემსახურება. მსოფლიოს განვითარების ეს გლობალური კონცეფცია  გაეროს ყველა წევრმა ქვეყნამ, მათ შორის საქართველომ,  2015 წლის სექტემბერში მიიღო და 2030 წლამდე ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევის შესახებ შეთანხმდა.

მდგრადი განვითარების ფესტივალის პროგრამა სწორედ ამ მთავარ საპროგრამო თემებს ეხმიანება - ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა.

 

ვრცლად...

01 მაი 2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და არსებითი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ვრცლად...

30 იან 2019 ახალგაზრდები საქართველოში

ახალგაზრდები საქართველოში

ახალგაზრდობის გაძლიერება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საწინდარია. 

ახალგაზრდებში ინვესტირება ქვეყნის მდგრადი განვითარების საწინდარს წარმოადგენს.

ვრცლად...

27 იან 2019 გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მეგობრებო,

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის  ნათელ ხსოვნას.

წლევანდელი თარიღის აღნიშვნა   ანტისემიტური ტენდენციების შემაშფოთებელი ზრდის ფონზე მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სინაგოგაში სასიკვდილო თავდასხმა,  ევროპაში ებრაული სასაფლაოების შებილწვა, გვიჩვენებს რომ  საუკუნეების დროინდელი სიძულვილი არ მხოლოდ ძლიერია, არამედ  კიდევ უფრო ღრმავდება.

ჩვენ ვხედავთ ნეო-ნაცისტური ჯგუფების მომრავლებას და ისტორიის გადაწერისა და ჰოლოკოსტის ფაქტების დამახინჯების მცდელობას.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ვრცელდება ფანატიზმი უსწრაფესად  ინტერნეტში.

 

ვრცლად...

10 დეკ 2018 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავი

ნინო სუხიშვილი,საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში,კითხულობს ადამიანის უფლებების დეკლარაციას.

ვრცლად...

21 ნოე 2018 ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს

ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს

ზღაპარი სამყაროს პირველადი შეცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი დახმარებით ადამიანები სწორ ღირებულებებს - სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას, თანაგრძნობასა და გამბედაობას ადრეული ასაკიდან სწავლობენ. შესაბამისად, ზღაპრებში თანასწორი და გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს ჩვენებას ბავშვის ფასეულობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

 

ვრცლად...

24 ოქტ 2018 გაეროს დღე 2018

გაეროს დღე 2018

ვიდეო მიმართვა - იოჰანესს ფან დერ კლაუ, გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

ვრცლად...