ფოკუსში

14 სექ 2017 გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“

გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“

24 სექტემბერს ქალაქ რუსთავის პარკში გაიმართება გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“. ინიციატივის ორგანიზატორია გაეროს წარმოამდგენლობა საქართველოში ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით.

ფესტივალი გაიხსნება გაეროს სააგენტოების მიერ ინიცირებული ღონისძიებებით, მათ შორის, რუსთავის პარკში მდებარე საზაფხულო თეატრის მოხატვით გლობალური მიზნების თემაზე.

ფესტივალის პროგრამაში ასევე წარმოდგენილია თვალსაჩინო და ინტერაქტიული ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებრივ ყურადღებას მიაპყრობს მდგრადი განვითარების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და გენდერული თანასწორობა.

ფესტივალი დაიხურება ოფიციალური ღონისძიებით, რომლის მსვლელობაში შედგება გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში, ხოლო დასასრულს გაიმართება კონცერტი.

ვრცლად...

05 ივლ 2017 გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი

2017 წლის 10-19 ივლისს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში  გაიმართება  მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმი.

ფორუმი  გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორცილების შეფასების და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალური პლატფორმაა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ  წევრი სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე,  44 ქვეყანა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ეროვნულ ანგარიშს წარადგენს. კერძოდ, ეროვნულ პრეზენტაციებს გააკეთებენ: ავღანეთი, არგენტინა, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბელარუსი, ბელგია, ბელიზი, ბენინი, ბოტსვანა, ბრაზილია, ჩილე, კოსტა რიკა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ელ სალვადორი, ეთიოპია, გვატემალა, ჰონდურასი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, იტალია, იაპონია, იორდანია, კენია,  ლუქსემბურგი, მალაიზია, მალდივები, მონაკო, ნეპალი, ჰოლანდია, ნიგერია, პანამა, პერუ, პორტუგალია, ყატარი, სლოვენია, შვედეთი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, ტოგო, ურუგვაი და ზიმბაბვე.  დაგეგმილია ქვეყნების მიერ მიზნების მისაღწევად გადადგმული გეგმებისა და მიდგომების  ირგვლივ გამოცდილების გაზიარება.

წლევანდელი ფორუმის თემაა "სიღარიბის აღმოფხვრა და კეთილდღეობის ამაღლების ხელშეწყობა ცვალებად მსოფლიოში". ფორუმზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდება  მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებზე: #1, 2, 3, 5, 9, 14 და 17.

ვრცლად...

10 მაი 2017 კონკურსი ჟურნალისტებისთვის

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო)

მაისი-ივნისი 2017, თბილისი, საქართველო

მსოფლიოში კვლავ გრძელდება  იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული  ადამიანური ტრაგედია. 2016 წელს მუდმივი კონფლიქტის კერად არაერთი რეგიონი იქცა .  სირია, ერაყი, სამხრეთ სუდანი, იემენი, ნიგერია; კონფლიქტები, რომელმაც უამრავი ადამიანი აიძულა მიეტოვებინა თავისი სახლი და მათი უმრავლესობა საკუთარ ქვეყანაში გამხდარიყო დევნილი.

 მსოფლიოში, ადამიანთა უპრეცენდენტო რაოდენობა - 65.3 მილიონი, იძულებით გადაადგილებულია, მათგან 21.3 მილიონი ლტოლვილია, რომელთა ნახევარზე მეტი 18 წლამდე ასაკისაა.  

 

ვრცლად...

19 აპრ 2017 გაერო ცხინვალის რეფერენდუმის გამო წუხილს გამოთქვამს

გაერო ცხინვალის რეფერენდუმის გამო წუხილს გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა წუხილი გამოთქვა 9 აპრილს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რეგიონის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის გამო.

11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვების საპასუხოდ სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, რომ გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ ხელშესახები პროგრესის მიღწევის საქმეში და თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალონ ამ დისკუსიების მუშაობას“.  „ვწუხვართ ნებისმიერი ამ ტიპის ბოლოდროინდელი ცალმხრივი ქმედებების გამო“, - დასძინა მან. 

ვრცლად...

09 თებ 2017 ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა პრაქტიკულად ბავშვობიდან დაიწყეს. უფრო მეტიც: წლების წინ ეს ფუნთუშები მათთვის შემოსავლის პირველ წყაროდ იქცა.

1992 წელს, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ნონა და ნანა, რომლებიც მაშინ 11 და 9 წლისანი იყვნენ, იძულებულები გახდნენ მშობლიური სახლი დაეტოვებინათ და ოჩამჩირის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში წამოსულიყვნენ. თავი მათ ბიძაშვილის, ინგა ჩოკორაიას სახლს შეაფარეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილი კიდევ ბევრი ნათესავი ცხოვრობდა. ფინანსურად უჭირდათ, ამიტომ ინგამ, რომელიც იმ დროს უკვე სკოლას ამთავრდებდა, ნონასთან და ნანასთან ერთად შემოსავლის წყაროს მოძებნა დაიწყო. ასე გაჩნდა „ალადების“ გამოცხობისა და გაყიდვის იდეა.

„მართალია, პატარები ვიყავით, მაგრამ, სიდუხჭირის გამო, ჩვენი საქმე წამოვიწყეთ. პირველად ბაზრობაზე წავიღეთ, ნაცნობებთან.. ვაბარებდით ისე, რომ არავის დაენახა, გვერიდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამომცხვარი ყველას ძალიან მოეწონა. სახელი მალე გავითქვით და „ალადებს“ ბულკები და ქადები დავუმატეთ. კლიენტები მაღაზიებშიც გამოგვიჩნდა. მერე დრო გავიდა, ჩვენც სხვა საქმიანობით დავკავდით, მაგრამ როცა გვჭირდებოდა, ფუნთუშეულს ისევ ვაცხობდით და ნაცნობ კლიენტებს ვაბარებდით“,- იხსენებს ნონა კვიტია.

ახლა ნონა და ნანა კვიტიები ინგირში, ერთმანეთის მეზობლად, ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობენ. ზოგადად, აფხაზეთიდან ყველაზე მეტი დევნილი - 2000-მდე ოჯახი სწორედ ინგირშია თავმოყრილი. ისინი თავს ძირითადად სეზონური სამუშაოებით - თხილის ქარხანაში მუშაობით, ციტრუსის მოკრეფით, სიმინდის მოტეხვითა და ვაჭრობით ირჩენენ. ნონა და ნანა თავად არჩენენ შვილებს და ამჟამად სამივე ქალი ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას: მათ საცხობი უნდა გახსნან და წლების წინ დაწყებული საქმიანობა მომგებიან ბიზნესად აქციონ.

 

ვრცლად...

06 თებ 2017 გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ქალთა წინდაცვეთის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ქალთა წინდაცვეთის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

,,ქალის სასქესო ორგანოების წინდაცვეთა ლახავს ქალებისა და გოგონების  ღირსებას, საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და იწვევს უაზრო ტკივილსა და ტანჯვას, რომლის შედეგები მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება და შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს,“ - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის განცხადებაში. - ,,ახალი დღის წესრიგი - მდგრადი განვითარების მიზნები - მოითხოვს ქალებისა და გოგონების  უფლებების დაცვას და ამ პრაქტიკის აღმოფხვრას  2030 წლისათვის“ .

,,ნულოვანი ტოლერანტობის ამ დღეს,  მოდით ავიღოთ ვალდებულება, რომ  გავააქტიურებთ გლობალურ ძალისხმევას ამ საზარელი ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ,“ ყველა დაზარალებული ქალისა და გოგონას, მათი თემისა და ჩვენი საერთო მომავალისათვის“, განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ვრცლად...

01 იან 2017 გაეროს ახალი, რიგით მეცხრე, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი - ბიოგრაფია

გაეროს ახალი, რიგით მეცხრე, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი - ბიოგრაფია

 

გაეროს ახალი, რიგით მეცხრე, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში თავისი მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 1 იანვარს შეუდგება.

გენერალურ მდივნად არჩევამდე ბატონი გუტერეში გაეროს ლტოლვილთა ყოფილი უმაღლესი კომისარი იყო (2005 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე).

გუტერეშს აქვს სამთავრობო და საჯარო სამსახურში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.

1995-2002 წლებში გუტერეში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო და აქტიურად იყო ჩართული აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისის გადაწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მოღვაწეობისას 2000 წელს, მისი თაოსნობით მიღებულ იქნა ლისაბონის დღის წესრიგი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშესაწყობად. ის ასევე თანათავმჯდომარეობდა ევროკავშირისა და აფრიკის პირველ სამიტს. ის პორტუგალიის სახელმწიფო საბჭოს  წევრი იყო 1991-2002 წლებში.

 

ვრცლად...