ერთობლივი პუბლიკაციები და ანგარიშები

01 ოქტ 2014 ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში - ეროვნული ანგარიში. 2014

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში - ეროვნული ანგარიში. 2014

საქართველო, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერი სახელმწიფო, პერიოდულად წარადგენს ანგარიშებს  ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

საბაზისო ანგარიში, რომელშიც გლობალური მიზნები მორგებულია საქართველოს განვითარების საჭიროებებზე, მომზადდა 2004 წელს. 2005 წელს საქართველომ წარადგინა ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის ანგარიში. 2007 წელს მომზადდა ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში თბილისისათვის.

წინამდებარე ანგარიში მომზადდა 2014 წელს, ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების ციკლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. ანგარიში აღწერითი ხასიათისაა. მისი მიზანია საქართველოს მიღწევების შეფასება დასახული მიზნების შესრულების თვალსაზრისით.

ანგარიში ეყრდნობა 2000-2013 წლების მონაცემებს. 

ვრცლად...

16 დეკ 2013 გამოკითხვა

გამოკითხვა "ჩემი სამყარო" საქართველოში

2015 წელს დასრულდება ათასწლეულის განვითარების მიზნების თხუთმეტწლიანი ციკლი. მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით სურს წასვლა მომავალში და რა პრიორიტეტები ექნება ახალ ათასწლეულს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩატარდა უპრეცედენტო გამოკითხვა „ჩემი სამყარო“, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

ვრცლად...

27 ნოე 2013 გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის (UNDAF).  2011-2015

გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის (UNDAF). 2011-2015

გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის~ (UNDAF) საკონსულტაციო პროცესის შედეგია, სადაც აღწერილია გაეროს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სფეროები
2011-2015 წწ.

ვრცლად...

25 ნოე 2013 თბილისის ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში. 2007

თბილისის ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში. 2007

ანგარიში წარმოადგენს თბილისის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის მომზადებას მუნიციპალურ დონეზე.

 

ვრცლად...

24 ნოე 2013 ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004-2005

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004-2005

ანგარიში აფასებს საქართველოს მიღწევებს ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში. ის ასახავს მოსამზადებელ ეტაპს მსოფლიო სამიტისათვის „ათასწლეულის განვითარების მიზნების +5“, რომელიც გაიმართა ნიუ იორკში, აშშ, 2005 წლის სექტემბერში. 

ანგარიში მომზადდა საქართველოს მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

ვრცლად...

24 ნოე 2013 ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004

ანგარიში წარმოადგენს პირველად კვლევას, რომელიც შეისწავლის საქართველოს მიერ ათასწლეულის დეკლარაციის ვალდებულებების შესრულების ხარისხს.

 

ვრცლად...

31 ოქტ 2013 ქვეყანაში არსებული მდგომარეობის  ერთობლივი შეფასება. 2001

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ერთობლივი შეფასება. 2001

ნაშრომში ასახავს დამოუკიდებლობის ათწლიანი პერიოდის შემდეგ ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების ანალიზს,  პრიორიტეტებს საქართველოს განვითარებისთვის და გაეროს სამოქმედო გეგმას ამ პრიორიტეტებს მოგვარებისთვის.

ვრცლად...