მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის: არსებული ბარიერები და შესაძლებლობებიუკან

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის: არსებული ბარიერები და შესაძლებლობები

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2012-2013 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი კვლევის - „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ (2012) და „ქვემო ქართლში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ეთნიკური უმცირესობების ქალთა ხელმისაწვდომობისათვის არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ (2013) - შედეგებს.

კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში.

მეტი: http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2013/01/accessibility-of-mfi-services#sthash.7bEcrnji.dpuf