დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებები და პრიორიტეტებიუკან

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებები და პრიორიტეტები

კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.

კვლევა ჩატარდა ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების ასოციაცია „დეას“ და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, 2013 წლის სექტემბერ-აგვისტოში.

კვლევის მიზნების შესაბამისად, გამოიკითხნენ კო­ლექტიურ ცენტრებსა და კერძო საცხოვრებლებში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი ქალები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მომვლელები, მარტოხელა, მო­ხუცი ქალები, ოჯახის მარჩენალი ქალები და ასევე მამაკაცები სამეგრელოსა და შიდა ქართლში. კვლევის შედეგებში ასახულია  განსხვავებები ადგილობრივ მოსახლეობასა და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების საჭიროებებს შორის, ასევე ქალთა და მამაკაცთა შორის.

- See more at: http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2014/01/needs-and-priorities-of-idp-and-conflict-affected#sthash.e2pWV4hE.dpuf