საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევა. 2015უკან

საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევა. 2015

კვლევაში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების შესწავლას.

კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“.

ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა

ქართულიინგლისური