|
საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრი 1995 წელს გახდა. 2004 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის
სუბრეგიონული წარმომადგენელი აკრედიტირებული იქნა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლად საქართველოში. თბილისში ორგანიზაციის ოფისი ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 4 ნოემბერს და დაწესდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის თანაშემწის თანამდებობა.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მანდატი საქართველოში ითვალისწინებს სასურსათო უზრუნველყოფის საქმეში ქვეყნის ძალისხმევის მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და წყლის მართვის დარგების გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.
ორგანიზაცია ახორციელებს ტექნიკური დახმარების პროგრამებს, რომელთა მოთხოვნა ხდება მთავრობის მიერ ან მისი მეშვეობით.
პრიორიტეტულისფეროები:
საქართველოში სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის Mმთავარი პრიორიტეტია დაეხმაროს ქვეყნის მთავრობას ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს შექმნასა და განმტკიცებაში, სოფლის რეგიონებში საარსებო საშუალებების დონის ამაღლებასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის საქმეში.
1997 წლიდან სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოს გაუწია დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარის დახმარება ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.
საკონტაქტო პირი:
მამუკა მესხი, სურსათისა და სოფლის-მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის თანაშემწე
მარშალ გელოვანის 6, თბილისი
ტელ: +995 32 2453 913
|