 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 1951 წელს დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იძულებით ადგილნაცვალი ან უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანისათვის გადაადგილებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციის სფეროში მოღვაწე წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა და მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო პარტნიორებთან.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 120 წევრი და 19 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნით 130-ზე მეტ ქვეყანში მოღვაწეობს. იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ჰუმანურ და კანონიერ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტებისათვის რჩევების მიწოდების გზით.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსტიტუცია აღიარებს კავშირს მიგრაციასა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას შორის, ისევე, როგორც აღიარებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
 1993 წელს IOM-მა საქართველოში შემფასებელთა სპეციალური ჯგუფი გამოაგზავნა. ამავე წლის ნოემბერში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა და საქართველოს მთავრობასთან მიგრაციის საკითხებზე დიალოგი გამართა.
ორგანიზაციის პრიორიტეტები
- დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მიგრაციის მართვის საკითხების დარეგულირებაში, მიგრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებაში, მიგრაციის მართვის საშუალებით ხალხთა შორის ურთიერთგაგების დამყარებაში.
- დაეხმაროს ქვეყანას მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რათა შეიქმნას ევროსტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური საფუძველი.
თავისი მიმდინარე პროგრამების და საქმიანობის მეშვეობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას გადალახოს მიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სიძნელეები. IOM-ის ძირითადი საქმიანობებია:
მიგრაციის მართვა
ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებისა და შეთანხმების საფუძველზე, ორგანიზაცია მოღვაწეობს საქართველოს საზღვრის განმტკიცების სფეროში და ხელს უწყობს საზღვრების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ინერგება მონაცემთა რეგისტრაციის ახალი სისტემა, მიმდინარეობს საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტების ტექნიკური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტისათვის.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრობლობით 2000 წლიდან ახორციელებს კვლევებს, პრევენციულ საინფორმაციო კამპანიებს, სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლების ტრენინგსა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა უსაფრთხო დაბრუნებასა და სამშობლოში რეინტეგრაციას.
კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ინფორმირებული მიგრაციის“ პროექტის ფარგლებში, IOM ხელს უწყობს რეგიონთაშორის დიალოგს მიგრაციისა და თავშესაფრის თემაზე (ე.წ. „კალსტერის“ პროცესი) სამხრეთ კავკასიის წარმომავლობის და ტრანზიტ ქვეყნებსა და ევროკავშირის მიმღებ ქვეყნებს შორის. Pპროგრამის მიზანია აგრეთვე მოუწესრიგებელი მიგრაციის შემცირების მექანიზმებისა და პოლიტიკის ხელშეწყობა და ამავდროულად სამხრეთ კავკასიის ინსტიტუციუნალური პოტენციალისა და სისტემების გაძლიერება კანონიერი მიგრაციისა და დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით.
ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია
ორგანიზაცია ახორციელებს ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამებს დიდი ბრიტანეთიდან და შვეიცარიიდან, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პოლონეთიდან, ირლანდიიდან და ბელგიიდან. აღნიშნული დახმარების მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს, წამოიწყონ შემოსავლის მომტანი საქმიანობა, რათა ფინანსურად დამოუკიდებელნი გახდნენ და წარმატებით მოახერხონ სამშობლოში რეინტეგრაცია და დაფუძნება. 2003 წლიდან მოყოლებული IOM-მა 200-ზე მეტ ადამიანს გაუწია დახმარება დაბრუნებასა და სამშობლოში ხელახლა დაფუძნებაში.
დასაქმების საკონსულტაციო სამსახურისა და ცენტრის შექმნა საქართველოში
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განათლების, შრომისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან თანამშრომლობით მუშაობს დასაქმების ეფექტური საინფორმაციო-საკონსულტაციო მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოემსახურება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაოდან დათხოვნილ პირებს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ, პოტენციურ მიგრანტებსა და სამუშაოს მაძიებელი სხვა მოქალაქეებს.
ლტოლვილთა განსახლება მესამე ქვეყნებში
ამერიკის სალეჩოს, UNHCR-ისა და კანადის მთავრობასთან თანამშრომლობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დახმარებას უწევს უსაფრთხო მესამე ქვეყნებში მიმავალ ლტოლვილებს. დახმარების ფარგლებში, ორგანიზაცია იღებს და ამუშავებს პროგრამის თავდაპირველ განაცხადებს, დახმარებას უწევს განმცხადებლებს გასაუბრებამდელ რეგისტრაციასა და მონაცემების დამუშავებაში, უზრუნველყოფს სამედიცინო შემოწმებას, ტრანსპორტირებასა და დანიშნულების ადგილზე დახვედრას. 2003 წლიდან მოყოლებული, IOM-მა ორგანიზება და დაეხმარება გაუწია 300 ლტოლვილს აშშ-ში, კანადაში, დანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ირლანდიასა და საფრანგეთში გამგზავრებაში.
საკონტაქტო პირი:
თამარ მარდალეიშვილი, პასუხისმგებელი მედიასთან ურთიერთობაზე
გოგებაშვილის 41, თბილისი 0179, საქართველო
ტელ: 995 32 222 616
ფაქსი: 995 32 252 217
|