Sunday, 01 Aug '10 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი \ გაერო საქართველოში
ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში.  მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში.  ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისი მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმების განსამტკიცებლად, უწყობს რა ხელს ადამიანის უფლებათა შესახებ შესაბამისი შეთანხმებების რატიფიკაციას/დანერგვას და კანონის უზენაesობis ganmtkicebas.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისის მუშაობა ეფუძნება ძირითად ამოცანებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ერის მხარდაჭერა მათი უფლებების განხორციელების მიზნით.  აგრეთვე ითვალისწინებს  მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად გამოწვეულ ისეთ მწვავე პრობლემებზე რეაგირებას, როგორიცაა: სიღარიბე, დისკრიმანიცია, კონფლიქტები, დაუსჯელობა, დემოკრატიის დეფიციტი და ინსტიტუციონალური სისუსტეები.

 

მიზანი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში გაერთიანებულია საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში და ეხმარება მთავრობას/სამოქალაქო საზოგადოებას ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში  ადამიანის უფლებების დაცვისა და უშუალო განხორციელების მიზნით. ამის გარდა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია მოახდინოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა გაეროს სააგენტოების საქმიანობაში.

პრიორიტეტული  სფეროები: ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ  მთავრობის, სამოქალაქო  და ზოგადად საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; სტანდარტების, კურსისა  და პრაქტიკის  დანერგვა ადგილობრივ  კანონმდებლობაში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების განხორციელების დროს;  პოლიტიკის ფორმირებისას ყურადღების გამახვილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა უმწეო ჯგუფების უფლებებზე; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებების შედეგად შექმნილი ორგანოების და აგრეთვე საქართველოში ჩამოსული მომხსენებლების/სპეციალური წარმომადგენლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის გაუმჯობესება;

 

 2008 წლისათვის დაგეგმილი საქმიანობა

2008 წელს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობა ითვალისწინებს მთავრობისათვის საკონსულტაციო მხარდაჭერას ტრენინგებისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით. მათი მიზანია ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების დანერგვა მოხდეს ეფექტური კანონების, დადგენილებების და მოქმედების კურსის განსაზღვრის საშუალებით.

ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი აგრეთვე გააგრძელებს თავის საქმიანობას ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების და შესაბამისი მასალების გავრცელების საშუალებით, რათa მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების უკეთ გათვითცნობიერება ადგილობრივი ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ. ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი ასევე გააგრძელებს ინფორმაციის მიწოდებას გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების და სპეციალური მომხსენებლების მიერ შემუშავებული დაკვირვებებისა და რეკომენდაციების შესახებ.  კონფლიქტების შედეგად დაზარალებული და სხვა უმწეო ჯგუფების ადამიანის უფლებები პრიორიტეტად რჩება. სოციალური და პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, განსაკუთრებით კი სიტყვის თავისუფლება კვლავაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფთან თანამშრომლობის გაგრძელება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

 

 

2006/2007 წლებში განხორციელებული საქმიანობა

· 2006 წლის ოქტომბერში, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ანგარიშების წარდგენის შესახებ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების წინაშე. შემდგომ ტრენინგები ჩაუტარდათ აგრეთვე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს ჟენევაში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სათაო ოფისში (2006 წლის ნოემბერი). 

· 2007 წლის იანვარში ჩატარდა ტრეინინგი ადამიანის უფლებების შესახებ და გაეროს განვითარების ხელშეწყობის გეგმის მიმოხილვა  ადამიანის უფლებების კუთხით. მასში მონაწილეობა მიიღეს გაეროსა და მთავრობის წარმომადგენლებმა.

·ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო მონაწილეობა იუნისეფის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებისათვის, რომელიც ჩატარდა 2007 4-8 ივნისს თბილისში და ეხებოდა ბავშვთა უფლებების მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავისი გამოცდილება გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტისათვის (CRC) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ  ალტერნატიული მოხსენების  შედგენისა და წარდგენის თაობაზე.

· 2007 წლის 16-19 ივლისს გუდაურში, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა ჩაატარა ტრენინგი, თუ როგორ უნდა იქნეს შედგენილი საქართველოს მთავრობის მიერ მესამე პერიოდული ანგარიში  ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის იმპლემენტაციის  შესახებ. ტრენინგში  მონაწილეობა მიიღო 25 ადამიანმა ცხრა სამინისტროდან, ორი საპარლამენტო კომიტეტიდან და სახალხო დამცველის ოფისიდან.

ტრენინგი ჩაატარა უცხოეთიდან მოწვეულმა ორმა ექსპერტმა, რომლებიც იმავდროულად არიან გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის წევრები.

· 2007 წლის 20 ივლისს თბილისში, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წარმომადგენლისათვის ალტერნატიული მოხსენების წარდგენის თაობაზე გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის საერთაშორისო კომიტეტისადმი. ამ ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მონაწილეების ცოდნის გაღრმავება და მონიტორინგის მექანიზმებისა და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციფიკური როლის შესახებ ინფორმირება;

· ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მონაწილეობს (დამკვირვებლის სტატუსით) ადამიანთა წამების, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიქმნა 2007 წლის 20 ივლისს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოს შეხვედრებში (პირველი შეხვედრა შედგა 2007 წლის 6 სექტემბერს) და აგრეთვე წარმოადგინა წერილობითი კომენტარები წამების წინააღმდეგ მიმართული 2008-09 ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის შესახებ. საბჭომ აგრეთვე უნდა იმსჯელოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს ვალდებულებას წამების საწინააღმდეგო კონვენციის  ფაკულტატური ოქმის შესაბამისად.  

· 2007 წლის ოქტობერსა და დეკემბერში,  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი გეგმავს სამი ტრენინგის  ჩატარებას, რომელთა მიზანია დამსწრე საზოგადოების (ადვოკატები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანაშემწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების  და სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები) ცოდნის გაღრმავება ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ტრენინგს გაუძღვება ორი ადგილობრივი ექსპერტი. ისინი ტრეინინგის დროს გამოიყენებენ  ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გამოცემას--პროფესიონალურ ტრენინგთა სერია #9: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების განხორციელებისას: სახელმძღვანელო მოსამართლეების, პროკურორებისა და იურისტებისათვის.    

·      სახალხო დამცველის ოფისის ბიბლიოთეკას გადაეცა გამოცემები ადამიანის უფლებების შესახებ.   

·     ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში მიმდინარე რეფორმის, ამ სფეროში ახალი სტანდარტების განვითარების და აგრეთვე გაეროს ანგარიშები საქართველოს შესახებ  რეგულარულად მიეწოდებოდა მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას. 

 

 პუბლიკაციები

 სახელმძღვანელო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ  „პინეიროს პრინციპების განხორციელება“  

 

 

საკონტაქტო პირები

დრაგან ლალოშევიჩი

სამხრეთ კავკასიაში  ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში უფროსი მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი DLaolosevic@ohchr.org

ეკატერინე ქრისტესაშვილი

პროგრამის ოფიცერი

Ekaterina.Kristesashvili@undp.org

თამარ ბექაური

თანაშემწე

Tamar.Bekauri@undp.org

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

August 2010
MonTueWedThuFri SatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
 


 

 
 
 
 
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009