მთავარი \ გაერო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
 1993 წელს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, როგორც წამყვან სააგენტოს დევნილთა საკითხებში, დაევალა საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა იძულებით გადაადგილებულ პირთა, კერძოდ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და დახმარების საქმეში, მათ შორის კონფლიქტის ზონებში საქმიანობის ჩათვლით. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს დაეკისრა, აგრეთვე, ორივე სამშვიდობო პროცესში მონაწილეობა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და რეპატრიანტების საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა მოლაპარაკებებში ჩართვა. 1999 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს მიმართეს თხოვნით, რომ იგი დახმარებოდა საქართველოს მთავრობას ჩეჩენი ლტოლვილების დაცვისა და მხარდაჭერის საქმეში.
 1993 წლიდან მოყოლებული, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი პროექტებისა და სხვა საქმიანობის მეშვეობით ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას და იცავს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის ზონებში დაბრუნებულ პირებს. Mმისი საქმიანობა მიმართულია მათი უფლებების დაცვაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ეს საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სექტორს, როგორიცაა იურიდიული დახმარება, სოფლის მეურნეობა, თავშესაფარი, განათლება, ჯანდაცვა, შემოსავლის მიღება და კომუნალური მომსახურება. 90-იანი წლების მიწურულს საგრძნობლად შემცირდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გამიზნულ პროგრამათა მასშტაბი ახალი პროგრამის _ «ახალი მიდგომა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებისადმი” _ დამკვიდრების ფონზე. Eეს პროგრამა ერთობლივად შეიმუშავეს გაეროს სააგენტოებმა (გაეროს განვითარების პროგრამამ, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისმა, გაეროს ლტოლვილთაAუმაღლესმა კომისარიატმა და მსოფლიო ბანკმა) და დონორებმა (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ) და საქართველოს მთავრობამ. «ახალი მიდგომის” მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება იმ დრომდე, სანამ შესაძლებელი გახდებოდა მათი ღირსეული და უსაფრთხო ნებაყოფილობითი დაბრუნება თავიანთი წარმომავლობის ადგილებში. ვინაიდან კვლავაც უცვლელი რჩებოდა ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებები, 2005 წლიდან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა უფრო გაზარდა დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აგრეთვე ეხმარება იძულებით გადაადგილებული პირებს აფხაზეთში ნდობის აღდგენაზე მიმართული ორწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა 2005 წელს სამ პარტნიორთან ერთად: დანიის ლტოლვილთაAსაბჭო, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.
ამჟამად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იღვწის, რათა გამოინახოს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები როგორც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის. კერძოდ, ეს გულისხმობს მთავრობისათვის დახმარების აღმოჩენას დევნილთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ჩეჩენი ლტოლვილების განსახლებასა და ინტეგრირების ხელშეწყობაში, სამხრეთ ოსეთში რეპატრიანტების რეინტეგრირების პროცესის მხარდაჭერასა და კონკრეტული საქმიანობის მეშვეობით აფხაზეთში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობაში.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირების დაცვასა და დახმარებაში, მათი პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტაში.
|
|
პრიორიტეტულისფეროები
2007 წლისათვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოველწლიური მოქმედების გეგმის პრიორიტეტია ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გზის გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს ორგანიზაციის მიერ გაღებული ჰუმანიტარული დახმარების ეტაპობრივი შემცირება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, პროგრამაში მონაწილე პარტნიორებთან ერთად, გააძლიერებს ძალისხმევას ლტოლვილების თვითუზრუნველყოფისა და უფლებათა დაცვის მხარდასაჭერად; ინტენსიურად იმოქმედებს დამატებითი ორგანიზაციების მოზიდვის მიმართულებით, რათა პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა შეძლონ საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და თვითუზრუნველყოფაზე მიმართული საქმიანობის მხარდაჭერას. იგი დაეხმარება მთავრობას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ასევე განაგრძობს აფხაზეთში ორწლიანი სტრატეგიის განხორციელებას და, აგრეთვე, მეტად მოქნილ პროგრამას, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებული პირებისა და რეპატრიანტი ოჯახების დასახმარებლად.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2007 წლის ბიუჯეტი შეადგენს 4,5 მილიონ აშშ დოლარს. ამასთან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი გასცემს არაფულად მატერიალურ დახმარებასაც და წლის განმავლობაში შესაძლებელია მოიპოვოს დამატებითი ფინანსური დახმარება.
საკონტაქტო დეტალები:
ლიენე ვაიდე, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი
ალ. ყაზბეგის პროსპექტი 2ა, თბილისი
ტელ: +995 32 238 6202
ფაქსი: +995 32 238 5422
<< prev |
|