Sunday, 26 May '13 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი \ გაერო საქართველოში
მსოფლიო სასურსათო პროგრამა

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული სააგენტოა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 80 ქვეყანაში საშუალოდ 90 მილიონ ადამიანს ეხმარება სურსათით, მათ შორის 58 მილიონი ბავშვია.
 
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისი თბილისში 1993 წლის შემოდგომაზე დაარსდა. მოგვიანებით ოფისი გაიხსნა ფოთში.
 
საწყის ეტაპზე კავკასიაში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირება და ჰუმანიტარული ტვირთების დროული მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. შედეგად, სურსათით დახმარება მიიღო მილიონობით ადამიანმა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, რითაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ თავისი წვლილი შეიტნა რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
 
1993 წლიდან მოყოლებული გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ 195,000 ტონა სურსათის მობილიზება შეძლო, რათა დახმარება აღმოეჩინა 700,000-ზე მეტი ადამიანისათვის საქართველოში. სურსათი დაურიგდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მცირემიწიან გლეხობას, იძულებით ადგილნაცვალ პირებს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ განხორციელებული სასურსათო დახმარების ჯამურმა ბიუჯეტმა 94 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
 
1994-1997 წლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ლოგისტიკური დახმარება აღმოუჩინა რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოფილიყო მილიონობით ტონა ჰუმანიტარული სურსათის შეუფერხებელი მიწოდება. 19 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური დახმარება მიიღო ბათუმისა და ფოთის პორტებმა და სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ.
 
სურსათით გადაუდებელი დახმარების ფაზის დასრულების შემდეგ, 1999 წლიდან, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დაიწყო აღდგენაზე ორიენტირებული სურსათი-სამუშაოსათვის პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ქვეყნის ღარიბ რეგიონებში. ბოლო წლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გააფართოვა საქმიანობის არეალი დე-ინსიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თვალსაზრისით.  
 
საქართველოს მთავრობის მიერ ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში სიღარიბის დაძლევისაკენ მიმართული ღონისძიებების შესაბამისად, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიმდინარე გახანგრძლივებული ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენის ოპერაციის (PRRO 10211.1) მიზანია გარდამავალ ეტაპზე სტაბილურობის ხელშეწყობა ჰუმანიტარული და აღდგენაზე ორიენტირებული დახმარების გზით.
 
პრიორიტეტულიმიმართულებები

აღდგენაზე ორიენტირებული სურსათი-სამუშაოსათვის პროექტების საშუალებით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა სოფლის მცირემიწიან ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ეხმარება, რათა მათ შეძლონ მიწის პროდუქტიულობისა და საკუთარი შემოსავლების გაზრდა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა განაგრძობს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობას სურსათი-განათლებისათვის პროექტის საშუალებით, რომლის მიზანია დე-ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა და მოსწავლეთა შორის ნუტრიციული დეფიციტის აღმოფხვრა.

გლობალურ ფონდთან პარტნიორობით გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დახმარებას იღებენ ტუბერკულოზითა და აივ/შიდსით დაავადებული პაციენტები.

ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ფენებისათვის: მარტოხელა მოხუცების, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და ჩეჩენი ლტოლვილებისათვის.

ყველა კომპონენტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადგილებზე უნარების განვითარებას და ხელისუფლების აქტიურ ჩაბმას პროექტების განხორციელებაში, რათა ეტაპობრივად მოხდეს პროგრამების მთავრობისა და სხვა პარტნიორებისათვის გადაცემა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიმდინარე ოპერაცია 2006 წლის ნოემბერში დამტკიცდა ორი წლის ვადით 2007-2008. ამ პერიოდის განმავლობაში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა გეგმავს 13.2 მილიონი დოლარის ღირებულების 26,519 ტონა სურსათით დაეხმაროს 212,700 ბენეფიციარს.

საკონტაქტოპირი:

იულონ წილოსანი, ანგარიშგების ოფიცერი

ალ. ყაზბეგის პროსპექტი 2ა, თბილისი

ტელ: +995 32 242 5602
ელ.ფოსტა: wfp.tbilisi@wfp.org

             http://www.wfp.org/countries/georgia

May 2013
MonTueWedThuFri SatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
 

 

 
 
 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009