Sunday, 01 Aug '10 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი
გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის

ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან მიმართებაში, «გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის» აღწერს გაეროს სააგენტოების მიერ 2006-2010 წლებში მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს. ეს გეგმა შეიქმნა გაეროს სააგენტოების საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად და იგი განვითარების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის ხუთ ურთიერთდაკავშირებულ საკითხს გამოყოფს:
 
 
«გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის» მოიცავს გაეროს სხვადასხვა სააგენტოს პროგრამებს კონკრეტული ღონისძიებებისა და მათი შესრულების ვადების მითითებით. ეს გეგმა დამტკიცდა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2005 წლის 28 თებერვალს.
 
«გეგმაში» აღწერილი ყოველგვარი საქმიანობა განმსჭვალულია გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით. ღონისძიებათა განხორციელების შედეგები შეფასდება შესაბამის ინდიკატორებთან და მონაცემებთან შედარებით.
 
«გეგმის» ხუთწლიანი ციკლის მანძილზე მოეწყობა მის შესრულებასთან დაკავშირებული ორი მასშტაბური განხილვა: შუალედური _ 2008 წელს და საბოლოო _ 2009 წელს. შეფასების შედეგების მიხედვით განისაზღვრება განვითარების ხელშეწყობისთვის გაეროს გეგმის შემდეგი ციკლის პრიორიტეტები. «გეგმით» გათვალისწინებული სამუშაოების შემოწმება და შეფასება რეგულარულად ხდება საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გამართულ თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე.  
 
სიღარიბედაეკონომიკურიზრდა

სიღარიბისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორ ორგანიზაციებთან ერთად იღწვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სოფლად მცხოვრები და ღარიბი მოსახლეობისთვის რესურსების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიზნობრივი პროგრამებისა და სოციალური დაცვის სქემებით დახმარებას უწევს ხელმოკლე და ღარიბ მოსახლეობას (მოხუცებს, ბავშვებს, შრომისუუნაროთ და სხვა).

მმართველობა

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს წვლილი შეაქვს სამთავრობო დაწესებულებების ქმედითობის გაზრდის საქმეში. მთავრობასთან თანამშრომლობით სააგენტოები ცდილობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშგების გაუმჯობესებას და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ; ხელს უწყობენ ამ პროცესებში საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართვას. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მუშაობს მმართველობის მექანიზმების გასაძლიერებლად და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით ქალთა, იძულებით გადაადგილებულთა და ეთნიკურ უმცირესობებათა ჩაბმას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. 

ძირითადისოციალურისამსახურები

სოციალური დაცვის სისტემის უმთავრესი პრობლემა ძირითადი სოციალური სამსახურების მდარე ხარისხი და ძნელადხელმისაწვდომობაა. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიზნად ისახავს ჯანდაცვისა და განათლების სექტორებში არსებული სამსახურების საქმიანობის გაუმჯობესებას და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი სოციალური სამსახურების შექმნას. 

ჯანდაცვის სფეროში მოქმედი გაეროს სააგენტოები აქცენტს აკეთებენ რეპროდუქციული და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი კვების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლას. განათლების კუთხით გაერო მხარს უჭერს ჯანდაცვის საკითხების შეტანას სახელმწიფო სასწავლო პროგრამაში და დაუცველი ჯგუფებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნას. ბავშვთა დაცვის რეფორმის ფარგლებში საქართველოში გაერო მხარს უჭერს ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას, რაც ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების, გაშვილების და ობოლ ბავშვებზე ზრუნვის მხარდაჭერას გულისხმობს.  

მერყეობადაარასტაბილურობა

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი წარმართავს სააგენტოთა მუშაობას ადამიანის მიერ თუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული რისკისა და ზეგავლენის შემცირების მიმართულებით. ამ კუთხით გაეროს სააგენტოთა საქმიანობა მიზნად ისახავს სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და შემცირების შესაძლებლობათა ზრდას, სტიქიური უბედურებისთვის მზადყოფნისა და შესაბამისი საპასუხო ზომების მობილიზებას. გაეროს სააგენტოები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს ადამიანის მიერ გამოწვეული და/ან სტიქიური უბედურებების დროს.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ინიციატივები მიზნად ისახავს კონფლიქტის გარდასახვას, განათლებას, შემწყნარებლობასა და ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და იძულებით გადაადგილებულ პირთა) დაცვას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ადამიანების მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ძირითადი სოციალური სამსახურებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას.  

გარემო

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე გარემოს დაცვის საშუალებების გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით მუშაობს. გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და გაეროს ევროპის ეკონომიკურ საკითხთა კომისიასთან (UNECE). მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებებია ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის შესახებ, უფლებამოსილი პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება რესურსების ეფექტური მართვისა და მობილიზაციის კუთხით.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან ერთად საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მუშაობს მდინარეთა აუზების ინტეგრირებული მართვის პრინციპისა და ბიო-მრავალფეროვნების დასაცავად. გაეროს განვითარების პროგრამა იღწვის დაცული ტერიტორიების სისტემების გაძლიერების, მიწის რესურსების მდგრადი მართვისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების მასშტაბის ზრდისთვის.

August 2010
MonTueWedThuFri SatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
 


 

 
 
 
 
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009