Monday, 06 Feb '12 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი \ გაეროს მუდმივი კოორდინატორის სისტემა \ გაეროს საკოორდინაციო ჯგუფები
კომუნიკაციის საკოორდინაციო ჯგუფი

2006 წლის აპრილში საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა კომუნიკაციის საკოორდინაციო ჯგუფი ინფორმაციის გაცვლის სფეროში არსებულ საკითხებზე სამუშაოდ. ჯგუფი აერთიანებს გაეროს სისტემის ყველა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორებს და მართავს რეგულარულ შეხვედრებს საქართველოში გაეროს სააგენტოთა კომუნიკაციის პოლიტიკის, ზოგადი საკითხების განხილვისა და ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით.
 
საკომუნიკაციო საკოორდინაციო ჯგუფს მართავს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ჯგუფის შეხვედრები იმართება ორ თვეში ერთხელ.
 
ჯგუფის მიზნებია:
  • საზოგადოების დახმარება საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობების უკეთ გააზრებაში;
  • მედიასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება გაეროს სახელის მართებულად წარმოჩენის მიზნით;
  • გაეროს მედიის კლუბის საქმიანობის მხარდაჭერა და კოორდინაცია;
  • პრეს-რელიზებისა და სხვა მსგავსი მასალის მომზადება და გავრცელება გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ღონისძიებების უკეთესად დაგეგმვის მიზნით.

February 2012
MonTueWedThuFri SatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
 

 

 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009