Monday, 06 Feb '12 Eng | Geo

 For Web Administrators
User Name:
Password:

მთავარი
საქართველოს შესახებ

საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, რომელსაც თავისი უნიკალური, ქართული დამწერლობა გააჩნია.
 
ქვეყანა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს ესაზღვრება. საქართველოს ტერიტორია 69 700 კვ. კილომეტრია, საკმაოდ მთიანი რელიეფი მოიცავს დიდი კავკასიონის მთებს ჩრდილოეთით და მცირე კავკასიონის მთებს სამხრეთით. 2002 წლის აღწერის შედეგებით საქართველოს მოსახლეობა 4,4 მილიონია. მათი 83,8% ქართველია, 6,5 % აზერბაიჯანელი, 5,7 % სომეხი, 1,5 % რუსი და 2,5 % სხვა ეთნიკური წარმომავლობის.
 
1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წელს კი საქართველო გაეროს 179-ე წევრი ქვეყანა გახდა.
 
საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ წამოიწყო რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისა და მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მიმდინარე რეფორმების ფონზე, სიღარიბის დაძლევა უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება.

February 2012
MonTueWedThuFri SatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
 

 

 
 
 
 
      
 
                    
 
 
 



© 2007, UNCT

Visitors
Since January 2, 2009